გიგანტურმა ჭორჭილამ ზვიგენი გადაყლაპა (+ ვიდეო)

გიგანტურმა ჭორჭილამ ზვიგენი გადაყლაპა (+ ვიდეო)

ეს ვიდეო ფლორიდაში, ბონიტა სპრინგსის სანაპიროზეა გადაღებული. ვიდეოს ავტორის თქმით, თევზაობის დროს მან შავი ზვიგენი დაიჭირა, რომელიც მეტრნახევარი სიგრძის იყო, მაგრამ უეცრად წყლიდან გიგანტური ჭორჭილა ამოხტა და სწრაფად გადაყლაპა ზვიგენი.

ასეთი გიგანტური თევზები 2,4 მეტრ სიგრძესაც კი აღწევენ. გიგანტური ჭორჭილას წონა, რომელიც ფლორიდაში დაიჭირეს, თითქმის 310 კილოგრამს შეადგენდა. ვიდეო "იუთუბზე" მხოლოდ სამი დღეა რაც ატვირთეს და უკვე 11 მილიონი ნახვა აქვს. გიგანტური ჭორჭილები გადაშენების პირას არიან, ბოლო დეკადის განმავლობაში მათი რაოდენობა 80%-თ შემცირდა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს