დეპუტატი დედა, რომელმაც ბავშვი ევროპარლამენტში "გამოზარდა"

დეპუტატი დედა, რომელმაც ბავშვი ევროპარლამენტში "გამოზარდა"

ლიჩია რონზული ევროპარლამენტის იტალიელი დეპუტატია. უკვე რამდენიმე წელია, თავის პატარა ქალიშვილ ვიტორიასთან ერთად ესწრება სხდომებს. ჯერ კიდევ ძუძუს წოვდა ბავშვი (44 დღის იყო), როცა ევროპარლამენტის დარბაზში დედასთან ერთად დაიწყო "მუშაობა". ეს 2010 წელს მოხდა. ლიჩია ამბობს, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო – მას არც სესიების გამოტოვება უნდოდა და იმავდროულად ბავშვს ბუნებრივად კვებავდა. მერე კი ეს ქმედება უკვე წესად და ერთგვარ აქციადაც ექცა.

ზოგიერთები რონზულის ბრალს დებენ იმაში, რომ ბავშვის ხარჯზე იკეთებს კარიერას, თუმცა თავად ქალს სჯერა, რომ ამგვარად საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობს მომუშავე დედების პრობლემებისადმი. ევროპის ბევრ ქვეყანაში მეტისმეტად მცირე ხანს გრძელდება დეკრეტული შვებულება. სამსახურების უმეტესობაში კი სულაც არ არის ასეთი "ფუფუნება", რომ დედამ შვილი თან წაიყვანოს. ევროპარლამენტს აქვს მოქნილი წესები, რომელიც არ უკრძალავს დედებს ამგვარ ქმედებებს.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს