ფრთხილად! - დაავადებები, რომელიც საკურორტო რომანებს თან ახლავს

ფრთხილად! - დაავადებები, რომელიც საკურორტო რომანებს თან ახლავს

საკურორტო რომანები, შემთხვევითი და, რაც მთავარია, დაუცველი სქესობრივი ურთიერთობები სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით (სგგდ) ინფიცირებას რამდენჯერმე ზრდის. დღეისათვის ცნობილია 20-ზე მეტი დაავადება, რომელიც ერთი ადამიანისგან მეორეს სქესობრივი გზით გადაედება. ეს დაავადებები პირობითად შეიძლება 3 ძირითად ჯგუფად დაიყოს:

1. კლასიკური ვენერული დაავადებები: სიფილისი, გონორეა, შანკროიდი, ვენერული ლიმფოგრანულომატოზი, ვენერული გრანულომა ანუ დონოვანოზი;

2. დაავადებები, რომლებიც უპირატესად სასქესო ორგანოთა დაზიანებით მიმდინარეობს: უროგენიტალური ქლამიდიოზი, შარდსასქესო ტრიქომონიაზი, უროგენიტალური კანდიდოზი, შარდსასქესო მიკოპლაზმოზი, გენიტალური ჰერპესი, პაპილომავირუსული ინფექცია, ბაქტერიული ვაგინოზი (გარდნელეროზი) და სხვა;

3. სასქესო გზით გადამდები დაავადებები, რომლებიც სხვა ორგანოთა უპირატესი დაზიანებით მიმდინარეობს: შიდსი, B და C ჰეპატიტები, ციტომეგალოვირუსული ინფექცია და სხვა.

ამ დაავადებათა თავიდან ასაცილებლად უპირველეს ყოვლისა, ერიდეთ ხშირ და შემთხვევით სქესობრივ კონტაქტებს. ასეთი ურთიერთობისას აუცილებელია პრეზერვატივის გამოყენება, მისი დაზიანების ან სხვა საეჭვო შემთხვევაში კი ექიმის კონსულტაცია. მამაკაცთა ერთი ნაწილი პრინციპულად ამბობს უარს პრეზერვატივის გამოყენებაზე და თავს ანტისეპტიკური ხსნარებით და სხვადასხვა გელის საშუალებით იცავს, ამიტომ ზედმიწევნით გაეცანით ყველა იმ დამცავი გელის, ანტისეპტიკური სითხისა თუ აბის გამოყენების წესებს, რომელსაც პრეზერვატივის ნაცვლად იყენებთ. ნუ დაუგდებთ ყურს არაპროფესიონალ ახლობელთა რჩევებს იმის თაობაზე, რომ არატრადიციული სქესობრივი ურთიერთობისას სგგდ არ გადადის. ნებისმიერ საეჭვო შემთხვევაში დროულად მიმართეთ სპეციალისტს - დროულად დაწყებული მკურნალობა გაცილებით ეფექტიანია, სრული განკურნების საშუალებას იძლევა და გვიან გართულებათა (რომელთა დიდი ნაწილიც უშუალოდ იწვევს უნაყოფობას) ალბათობასაც მინიმუმამდე ამცირებს.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური სნეულებების შესახებ იხილეთ ვრცლად სტატია "საკურორტო რომანის შედეგები"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს