დრამა კაზანტიპზე: რას ყვება რუსი ბიჭი, რომელსაც შეყვარებულმა უღალატა (+ვიდეო)

დრამა კაზანტიპზე: რას ყვება რუსი ბიჭი, რომელსაც შეყვარებულმა უღალატა (+ვიდეო)

მუსიკალური ფესტივალი "კაზანტიპი" ბევრ ტურისტს მასპინძლობს, რომელთა შორის, მეტწილად, რუსი და უკრაინელი სტუმრები არიან. ვიდეოპორტალ Youbube-ზე პერიოდულად ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც "კაზანტიპის" "მაცხოვრებლები" საკუთარ მოსაზრებებსა და ემოციებს გულახდილად უზიარებენ მაყურებელს. Ambebi.ge-მ უკვე შემოგთავაზათ ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი, რომელშიც მოისმენთ მოსკოველი გოგონას პრეტენზიებს, რომელთა ადრესატი ორგანიზატორებთან ერთად ქართველი ბიჭებიც არიან, რომლებიც, ქალებზე "ნადირობენ" (იხილეთ ვიდეო).

ამჯერად გთავაზობთ მორიგ ვიდეოს, რომელშიც რუს ახალგაზრდა წყვილს მოუსმენთ.

"გამარჯობა, მე კირილი ვარ სამარიდან, მოსაწევს ვეწეოდით, ყველაფერს ვეწეოდი, ძალიან დიდი ხანი მოვდიოდით და საშინელება იყო, იმიტომ რომ, ჩასხდომა შეფერხდა, 12 საათი მოვდიოდით და შემდეგ მან მე მიღალატა", - ამბობს კირილი მეგობარ გოგონაზე, რომელიც მის გვერდით ზის.

"არადა ყველაფერი უფრო რთულადაა. კაზანტიპი ბედნიერების და თავისუფლების ტერიტორიაა, აქ გართობა გაუთავებლად მიმდინარეობს, დილიდან ღამემდე და ვფიქრობ საჭირო არაა, დეპრესიულად მიუდგე სევდიან თემებს, უბრალოდ უნდა დატკბე მიმდინარე მოვლენებით, მიიღო სიამოვნება, გაიღიმო, ყველაფერი კარგად იქნება. მუსიკა კარგია, ნიკიტა ძალიან ყოჩაღია, რასაც აქ ვხედავთ, საერთოდ არ ვნანობთ, რომ ადგილმდებარეობა შეცვალეს, საერთოდ არაა ეს მნიშვნელოვანი", - ამბობს კირილის მეგობარი გოგო.

გამოყენებულია ვიდეო ირაკლი შენგელიას Youtube-ს არხიდან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს