"მე საინტერესო შეგრძნებები მჭირდება" - ანუ რატომ იხდიან მამაკაცები სექსში ფულს?

"მე საინტერესო შეგრძნებები მჭირდება" - ანუ რატომ იხდიან მამაკაცები სექსში ფულს?

BBC-მ მამაკაცების ის კატეგორია შეისწავლა, რომლებიც მზად არიან სექსში გარკვეული თანხა გადაიხადონ. როგორ ხსნიან თავიანთ საქციელს მამაკაცები, რომლებიც სექსმუშაკის მომსახურებით სარგებლობენ. BBC-მ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით მომზადებული მასალა გამოაქვეყნა:

”ფრედი და ლორა ერთად დადიან სასეირნოდ, ზოგჯერ უქმეებზე ქალაქიდან მიემგზავრებიან, ადგილობრივ ბაზრებსაც სტუმრობენ და რესტორნებშიც სადილობენ.

ისინი საუბრობენ ტელევიზიით ნანახის შესახებ, ერთად იცინიან, მაგრამ ზოგჯერ ჩხუბობენ და ერთმანეთს აგინებენ კიდეც.

სანამ ფრედი სადილს ამზადებს, ლორა სამზარეულოში ზის და იღიმის. ის კმაყოფილია, რომ საჭმლის მომზადება მას არ დაევალა.

როგორც ნებისმიერ წყვილს, მათაც აქვთ კარგი და ცუდი დღეები. მაგრამ სხვებისგან მაინც განსხვავდებიან. ფრედი ლორას ფულს უხდის, რომ მასთან დრო გაატაროს და სექსი ჰქონდეს. ისინი უკვე ექვსი წელია ერთმანეთს ხვდებიან. კამათი ფულით ნაყიდი სექსის ეთიკურობაზე და ამ მოვლენის კანონიერებაზე არ ცხრება, თუმცა ასეთი კამათის დროს იშვიათად ისმევა შეკითხვა - რა აიძულებთ მამაკაცებს სექსისთვის ქალს ფული გადაუხადონ?

ერთმანეთი ფორუმზე გავიცანით

"ერთმანეთი ონლაინ ფორუმზე გავიცანით, მე ვკითხე, ხომ არ გინდა ღამე სასტუმროში გავატაროთ-მეთქი", - ყვება ფრედი. მისი თქმით, მათი შეხვედრა პირველ პაემანს ჰგავდა.

"ახლა ისე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, რომ ფრედი ფულს შეხვედრამდე მირიცხავს და არა შეხვედრის შემდეგ", - ამბობს ლორა.

ფრედი დიდი ხანი უვლიდა ავადმყოფ დედას. ამბობს, რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა, ხალხთან ურთიერთობა ჰქონოდა, ამიტომ გადაწყვიტა, სექსში ფული გადაეხადა. "როდესაც არსად არ დადიხარ და არავისთან არ გაქვს ურთიერთობა, სასურველ შედეგამდე მისვლა პრობლემა ხდება", - ამბობს ფრედი.

სექსისთვის ფულის შეგროვება

რობერტი უკვე დიდი ხანია დაოჯახებულია. "სიტუაცია ისე აეწყო, რომ მე, ადამიანი, რომელსაც ჭარბი სექსუალური ენერგია მაქვს, აღმოვჩნდი ქალთან, რომელიც სექსისგან სიამოვნებას ვერ იღებდა", - ყვება რობერტი.

"ის მშვენიერი პარტნიორია. დანარჩენში ყველაფერში იდეალურად ვუგებდით ერთმანეთს". რობერტი სპეციალურად აგროვებს ფულს, რომ შემდეგ სექსუალური სიამოვნება იყიდოს. "ოჯახის შენარჩუნება მინდოდა, მინდოდა ცოლთან მიმართებაში სწორად მოვქცეულიყავი, ამიტომ გადავწყვიტე, სექსში ფული გადამეხადა".

წითელი ფარნების შუქის ქვეშ

ადამიანის ყიდვის იდეა ეთიკიდან გამომდინარე მრავალმნიშვნელოვანია. სექს-ინდუსტრიის მუშაკები აცხადებენ, რომ სხეულს არ ყიდიან, უბრალოდ როგორც სხვა პროფესიის ადამიანები, თავის ნიჭში იღებენ ანაზღაურებას. რობერტს სჯერა, რომ ჩუმად სექსში ფულის გადახდით ოჯახს შეინარჩუნებს. გრემი კი, რომელმაც 30 წელს გადააბიჯა, ფიქრობს, რომ ასეთი ხერხი საშუალებას იძლევა ურთიერთობის სირთულეებს დააღწიო თავი.

30 წლის განმავლობაში გრემი ფიქრობდა, რომ არასდროს გადაიხდიდა სექსში ფულს. მაგრამ, ერთხელაც ის ამსტერდამში, წითელი ფარნების კვარტალში აღმოჩნდა ახალგაცნობილ მამაკაცებთან ერთად. ერთ-ერთმა გოგონამ ის შეიტყუა და ამ დროს გრემს არანაირი წინაღობა არ შექმნია. "ძალიან რომანტიკული იყო, შესაძლოა, ურთიერთობები საჭიროც არაა, უბრალოდ, გადაიხდი ფულს და გამოცდი არაჩვეულებრივ შეგრძნებებს სულ რაღაც ნახევარ საათში. მშვენიერია".

ილუზიის გარეშე

მორიდებული მამაკაცი სახელად საიმონი ყოველთვის აწყდებოდა სირთულეებს ქალებთან ურთიერთობაში. მას პირველად სექსი 29 წლის ასაკში ჰქონდა სექსმუშაკთან. "ინტერნეტში ვკითხულობდი, რომ ეს ქალებზე ემოციური კუთხით ცუდად მოქმედებს. ძალიან მაღალი სექსუალური პოტენციალი მაქვს. თუ სექსით რაღაც დროის განმავლობაში არ ვკავდები, ფიზიკურად ვხდები ცუდად", - ამბობს საიმონი. ის უკვე რამდენიმე წელია მხოლოდ ერთ ქალთან დადის იმიტომ, რომ მასთან მოდუნება შეუძლია. თუმცა ილუზიებში არ ცხოვრობს - "რომ არ ვუხდიდე, ჩემთან სექსი არასოდეს ექნებოდა". საიმონს იმედი აქვს, რომ ოდესმე იპოვნის ქალს, რომელთანაც ურთიერთობა ფულის გარეშე ექნება.

ფანტაზიის ძიებაში

რობერტს ინტიმზე მეტი სჭირდება. ის სექსში ფულს საკუთარი ფანტაზიების რეალიზაციისთვის იხდის. "მე საინტერესო შეგრძნებები მჭირდება". ის თავს "ცოტათი ექსჰიბიციონისტს" და "ვუაიერისტს" უწოდებს. რამდენჯერმე ჯგუფური სექს-წვეულებაც აქვს მოწყობილი.

ბრაიანი ამბობს, რომ ბედნიერია ცოლთან. თუმცა მან სექსში ფულის გადახდა ცოლთან შეხვედრამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. "შეიძლება ქალებში სიარულმა გამაფუჭა. როდესაც სექსისგან დიდ სიამოვნებას ვიღებდი, ქორწინების შემდეგ სექსი ისეთი კარგი აღარ მეჩვენებოდა", - აღიარებს ბრაიანი.

სამზარეულოში ფრედი სადილის კეთებას ასრულებს. ამბობს, რომ ლორას ხშირად, როგორც მეგობარს, ისე ნახულობს. თუ ისინი სადმე დასასვენებლად მიდიან, ფრედი ქალს ფულს უხდის. ფრედი აღიარებს, რომ მისდამი სიყვარულზე მეტს გრძნობს. ადარდებს თუ არა, რომ ლორა სხვა კლიენტებსაც ემსახურება? "არა, ეს ხომ მისი სამუშაოა".

ადამიანი, რომელიც თავს პატივს სცემს

პირველი გამოცდილების შემდეგ, გრემს გამეორება მოუნდა. მისი სიტყვებით, როდესაც სექსში მეორედ გადაიხადა ფული, იგივე განცდა არ დაუფლებია. ამბობს, რომ გოგონა მოსაწყენი აღმოჩნდა. მესამე ჯერმა საერთოდ დაუკარგა ხალისი, სექსში ფული გადაეხადა. გოგონა ცივი და უხეში აღმოჩნდა, ოთახი კი საოპერაციო პალატას ჰგავდა.

"სექსის დროს თვალებში ვუყურებდი და კონცენტრირებას ვერ ახდენდა. ამ დროს მივხვდი, რომ ნარკომანთან მქონდა სექსი. საშინელება იყო". მისმა ოჯახმა და მეგობრებმა არ იციან გრემის გატაცების შესახებ. "არა მგონია უნდოდეთ, რომ ეს იცოდნენ. არა მგონია ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, ამით იყოს დაკავებული. და ასეა თუ ისე, მე სწორედ ასეთი ადამიანი ვარ".

"დევნას არასდროს არავის დავუწყებ. არც ის მომწონს, მე რომ დამდევენ" - რატომ ვერ უყურებს ნანკა კალატოზიშვილი ეკრანზე საკუთარ თავს

"ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა... მინდა, რომ სამუშაოს საშუალება მომცენ, არ მჭირდება არანაირი დახმარებები"

"რუსეთშიც ისეთივე კეთილი ხალხი ცხოვრობს, როგორც საქართველოში, რუსები მაგარი ხალხია.." - თორნიკე შენგელია