სამი წლის ბავშვის მკვლელი პატიებას ითხოვს - ტკბილეულით მოტყუებული პატარას ტრაგიკული ისტორია

სამი წლის ბავშვის მკვლელი პატიებას ითხოვს - ტკბილეულით მოტყუებული პატარას ტრაგიკული ისტორია

ტომსკში გატაცებულ ვიკა ვილეგჟანინას მთელი ქალაქი ეძებდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ გოგონა ბაღიდან 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა წაიყვანა. მან ბავშვი ტკბილეულით მიიტყუა, შემდეგ ღობეზე გადმოიყვანა და უცნობი მიმართულებით გაუჩინარდა.

ბავშვის ცხედარი მეექვსე დღეს აღმოაჩინეს. მკველმა ის ბაღიდან 4 კილომეტრის მოშორებით გადამალა. ხალხს სურდა, თავად მოეძებნა მკვლელი, მაგრამ პოლიციამ ყველა დაარწმუნა, რომ დამნაშავეს მალე დააკავებდნენ.

თავიდან გამოძიებამ განაცხადა, რომ ერთი ეჭვმიტანილი ყავდათ. შემდეგ განაცხადეს, რომ დამნაშავეს თანამზრახველებიც ყავდა. მაგრამ ვერსია, თუ ვინ არიან ისინი, პოლიციას არ გააჩნდა. გუშინ კი პოლიციამ განაცხადა, რომ ვიკას სავარაუდო მკვლელი აღმოჩენილია.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს