მორგში გაცოცხლებული კაცი ირწმუნება, რომ წმინდანმა გადაარჩინა

მორგში გაცოცხლებული კაცი ირწმუნება, რომ წმინდანმა გადაარჩინა

54 წლის ვალდელუსიო გონსალესის გარდაცვალება ექიმებმა დაადასტურეს და მორგში გააგზავნეს. გვამის ამოსაცნობად მისული ნათესავები ძალიან შეშინდნენ, როდესაც შავ ტომარაში გახვეულმა სხეულმა მოძრაობა დაიწყო.

 

”როდესაც ის ტომარა მანახეს, რომელშიც ჩემი ძმა იწვა, უცებ შევნიშნე, რომ მოძრაობდა, ისე, თითქოს სუნთქავდა”, - ყვება ”გარდაცვლილის” ძმა. გონსალესი კუჭის კიბოზე მკურნალობდა. სუნთქვა ძალიან უჭირდა და საავადმყოფოში დააწვინეს. მეორე დღეს ოჯახს შეატყობინეს, რომ ის გარდაიცვალა.

თავად ვალდელუსიოს საუბარი არ შეუძლია, მაგრამ წერილი დაწერა, სადაც ყვება, რომ ის სასწაულებრივად გადაარჩინა ირმა დულსემ. ”სიკვდილი ვნახე, მაგრამ ჩემი რწმენა ძლიერი იყო. ირმა დულსეს წინ წარვსდექი და სასწაული ვთხოვე. მან ჩემი ლოცვა ისმინა. დედაჩემიც ვნახე, რომელმაც მითხრა, ხელი მოკიდე და გადარჩებიო”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრაზილიაში მკვდრად გამოცხადებული ადამიანი ცოცხლდება. ასე მოხდა ახალშობილ გოგონას შემთხვევაშიც. მისი სხეული მორგში გააგზავნეს, სამ საათში კი გოგონას სიცოცხლის ნიშნები დაეტყო.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს