ეტიკეტის 10 მარტივი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ეტიკეტის 10 მარტივი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

1. ქოლგა გახსნილ მდგომარეობაში არ უნდა გააშროთ - არც ოფისში, არც სტუმრად. ის უნდა დაკეცოთ და სპეციალურ დასადგამზე მიაყუდოთ ან ჩამოკიდოთ.

2. მამაკაცი არასოდეს ატარებს ქალის ხელჩანთას. ქალის პალტოსაც მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ გასახდელში შეიტანოს.

3. მას შემდეგ, რაც ბავშვი ცალკე ოთახში იწყებს მარტო დაძინებას, ისწავლეთ მასთან შესვლამდე დაკაკუნება. შემდეგ ისიც ანალოგიურად მოიქცევა თქვენ საძინებელში შემოსვლამდე.

4. მამაკაცი ყოველთვის პირველი შედის ლიფტში, მაგრამ პირველი ის გამოდის, ვინც უფრო ახლოს დგას კართან.

5. კინოში, თეატრში ან კონცერტზე შენს ადგილზე მისვლამდე, დამსხდართა წინ სახით უნდა გაიარო.

6. რვა რამ უნდა გქონდეს გასაიდუმლოებული: ასაკი, სიმდიდრე, ლოცვა, წამლების შემადგენლობა, სასიყვარულო კავშირი, საჩუქარი, ღირსება და უღირსობა.

7. არასოდეს მიხვიდეთ სტუმრად გაფრთხილების გარეშე. რამდენად ახლობელ ადამიანთანაც არ უნდა მიდიოდეთ სტუმრად, ჯერ გაიგეთ, აქვს თუ არა დრო და განწყობა სტუმრის მისაღებად.

8. თემები, რომლებსაც ტაბუ უნდა დაადოთ ბომონდურ შეხვედრებზე: პოლიტიკა, რელიგია, ჯანმრთელობა და ფული.

9. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც 12 წელს ზევითაა, თქვენობით უნდა მიმართოთ. ამაზრზენი მოსასმენია, როდესაც უცნობ ადამიანებს შენობით მიმართავენ. მაგალითად, ტაქსის მძღოლს ან მიმტანს, ყოველთვის მიმართეთ უცნობს თქვენობით.

10. იმ ადამიანების განხილვა, რომლებიც საუბარში მონაწილეობას არ იღებენ, დაუშვებელია. არ გალანძღოთ თქვენი მეუღლე სხვებთან. არ მოიხსენიოთ ცუდად საკუთარი ქვეყანა და ახლობლებზე ცუდი არ ილაპარაკოთ.

მომზადებულია adme.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს