დედა ნარკოტიკებით გარდაცვლილი შვილის შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს

დედა ნარკოტიკებით გარდაცვლილი შვილის შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს

უნივერსიტეტის სტუდენტის დედა, შვილის შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ის მეტადონის ზედმეტი დოზით სიკვდილის პირას მყოფია ასახული.

 

ტერეზა ბურკის 22 წლის შვილი კილანი ჰეროინის პირველად მოხმარებიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა. ფოტო ნაწილია იმ დოკუმენტური მასალის, რომელსაც დედამ ერთად მოუყარა თავი.

”პარალიზებული იყო, თავს ვერ იკავებდა, ყლაპვა არ შეეძლო, სმენა და მხედველობა დაკარგა. მგონია, რომ არც არაფერს გრძნობდა. ბოსტნეულივით იყო. საშინელებაა”, - ყვება ტერეზა.

კილანი 17 წლის იყო, კანაბისის მოწევა რომ დაიწყო. შემდეგ ის პოლიციამ ექსტაზის ზემოქმედების ქვეშ დააკავა. 21 წლის ასაკში რეცეპტით გასაცემ წამლებზე გადავიდა, ისეთებზე როგორიც დიაზეპამია.

”ნარკოტიკებმა შეიძლება მოკლე დროით კარგად გაგხადოს, ან ხანგრძლივი დროითაც, მაგრამ მათ შეუძლიათ მოგკლან და ოჯახები ტრაგიკული დანაკარგით აავსონ. ძალიან მეხმარება იმის გაცნობიერება, რომ კილანის სიკვდილი უაზრო არ ყოფილა და რომ მის მაგალითზე შეიძლება სხვა ოჯახების დახმარება”.

მომზადებულია metro.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს