ტრაგიკული წარსულის მქონე ცნობილი ადამიანები

ტრაგიკული წარსულის მქონე ცნობილი ადამიანები

შარლიზ ტერონი

სამხრეთ აფრიკელ ლამაზმანს ტრაგიკული წარსული აქვს, ოსკარის მფლობელი მსახიობის მამა ალკოჰოლიკი იყო და მას ხშირად ცემდა. ერთხელ ოჯახური კამათის დროს, მამა შარლიზის დედას თავს დაესხა და ცოლ-შვილს მოკვლით დაემუქრა. საკუთარი თავის და ქალიშვილის დაცვის მიზნით ტერონის დედამ ქმარს ესროლა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა. ეს ყველაფერი 15 წლის შარლიზის თვალწინ მოხდა.

ლეიტონ მისტერი

ჰოლივუდელი გულთამპრყრობელი დაბადების წუთიდან მძიმე ვითარებაში მოხვდა. ზუსტად მისი გაჩენიდან რამდენიმე საათში დედამისი დააპატიმრეს. მიზეზი ის გახლდათ, რომ მისი დედა, მამა, დეიდა და ბაბუა მარიხუანას პლანტაციებში მუშაობდნენ.

ოპრა უინფრი

მსოფლიო მასშტაბით ცნობილ ვარსკვლავს ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მისისიპიში დაბადებული უინფრის მშობლები თინეჯერები იყვნენ და მალევე დაშორდნენ ერთმანეთს. ვისკონსინში გადასვლის შემდეგ უინფრი 9 წლის ასაკში გააუპატიურეს ნათესავებმა. ამ ტრავმის გამო ოპრა ნარკოტიკებში, ალკოჰოლსა და სექსში გადაეშვა. 14 წლისამ ბავშვი გააჩინა, მაგრამ ახალშობილი მალევე გარდაიცვალა. მისი კარიერული წარმატება რეპორტიორის კარიერით დაიწყო და მას შემდეგ აღმასვლა არ შეუწყვეტია.

კევინ სპეისი

ისეთი უცნაური და სევდიანი ბავშვობა ჰქონდა მსახიობს, რომ არცაა გასაკვირი, საკუთარი წარსულის შესახებ რომ არაფერს ყვება. მის მაგივრად მისმა ძმამ მოფინა კევინის წარსულს სინათლის შუქი, როდესაც მოყვა, სადისტი მამა როგორ ახდენდა მათზე სექსუალურ ძალადობას. ამასთან, სპეისის მამა ამერიკული ნაცისტური პარტიის წევრი იყო და სახლში ჰიტლერის ფორმაში გამოწყობილი დადიოდა.

დემი მური

დემი მური თინეიჯერმა ალკოჰოლიკმა დედამ გააჩინა, მამის შესახებ მას არაფერი სმენია. მამინაცვალი ნარკომანი იყო და ხშირად იცვლიდა სამსახურს, რის გამოც ოჯახს საცხოვრებელი ადგილის მინიმუმ 15-ჯერ გამოცვლა მოუწიათ. ორივე მშობელი ალკოჰოლიკი იყო და ერთმანეთს ხშირად სცემდნენ. 1980 წელს მამინაცვალმა თავი მოიკლა. მური უნივერსიტეტიდან წამოვიდა და მისი ცხოვრების გარდამტეხი მომენტი იქიდან დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ სერიალში როლი მოიპოვა.

კიანუ რივზი

საკულტო როლების შემსრულებელ მსახიობს ძალიან ტრაგიკული ცხოვრება აქვს. რამდენიმე თვის იყო, როდესაც მამამ მიატოვა. 1993 წელს საუკეთესო მეგობარი რივერ ფენიქსი ჩააკვდა ხელში ნარკოტიკის ზედმეტი დოზისგან. 2000 წელს კიანუს და მის მეგობარ გოგონა, ჯენიფერ სიმს მშობიარობისას ბავშვი დაეღუპათ. ერთი წლის შემდეგ კი სიმი ავტოკატასტროფაში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა.

შანია ტვეინი

კანადელი მომღერალი მძიმე პირობებში იზრდებოდა. სიღარიბის გამო ხშირად შიმშილი უწევდა მას და მის ოჯახს და საცხოვრებელი ბინიდანაც არაერთხელ გამოუსახლებიათ. 21 წლის იყო, როდესაც დედა და მამინაცვალი ავტოკატასტროფაში დაეღუპა და საკუთარი თავის და სამი პატარა და-ძმის მოვლა-პატრონობა მთლიანად მას დააწვა ზურგზე.

50 ცენტი

ცნობილი რეპერი კერტის ჯექსონი ქუჩაში იზრდებოდა, 12 წლის იყო, როდესაც უკვე ნარკოტიკებს ყიდდა. 15 წლის ასაკში უბნის ყველაზე დიდი ნარკოვაჭარი იყო, სკოლა მიატოვა, თუმცა მალე დააპატიმრეს. 2001 წელს რეპერი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს მას შემდეგ, რაც ის მანქანაში ჩაცხრილეს.

მომზადებულია celebs.answers.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს