რა შეუძლია ბედნიერ ცოლს

რა შეუძლია ბედნიერ ცოლს

1. თუ ცოლი არ სცემს პატივს თავის ქმარს – კაცს გარშემო მყოფებიც არ სცემენ პატივს. თუ ქალი ქმრის ნაკლოვანებებზე ჰყვება საჯაროდ, დასცინის, აკრიტიკებს, გარშემო მყოფები მის პატივისცემას ადვილად დაკარგავენ. ქალი პირიქით, მაქსიმალურად უნდა უფრთხილდებოდეს ქმრის ღირსებას და კარგ "პიარს" უკეთებდეს საზოგადოებაში.

2. თუ ცოლი არ ენდობა თავის ქმარს, მას არ ენდობიან გარშემო მყოფებიც.

3. თუ ცოლი გარშემო მყოფებში მხოლოდ კარგს ხედავს, ქმარსაც წაახალისებს ამგვარი ქმედებისკენ – მამაკაცები ბუნებით კრიტიკულები არიან. თუ ქალი ლმობიერია, პოზიტიური და ადამიანებისადმი დადებითად განწყობილი, ქმარსაც უწყობს ხელს, მეტად ლაღად უყუროს სხვებს.

4. თუ ცოლი ქმრის ნეგატიურ თვისებებზე მეტად გამუდმებით ხედავს მხოლოდ მის დადებით თვისებებს, ძალაუნებურად ჩრდილავს ამ ნეგატიურ თვისებებს. ყველაფერი მარტივია, ეს კონცენტრაციის კანონია – რასაც მეტ ყურადღებას უთმობ, იმასვე იღებ საპასუხოდ.

5. თუ ცოლი ნერვულად აშლილი და დაუკმაყოფილებელია, ოჯახში ყველა უკმაყოფილო იქნება. ქალი ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყოს, რადგან მისი სტრესი, დეპრესია და მძიმე განწყობა პირდაპირ გადადის მის შვილებზე, ქმარზე და ანგრევს ოჯახის მყუდროებას.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს