აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი Washington Post-ის ფეისბუქის გვერდზე

აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი Washington Post-ის ფეისბუქის გვერდზე

ცნობილი ამერიკული გამოცემის Washington Post-ის ფეისბუქის გვერდზე, რომელსაც 3 მილიონამდე "ლაიქერი" ჰყავს, აჭარული ხაჭაპურის მომზადების ვიდეო-რეცეპტი გამოქვეყნდა. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი: "ხაჭაპური არსებითად კარაქიანი პიცაა, კვერცხითა და ბევრი ყველით". გვერდზე განთავსებიდან 12 საათში, ვიდეოს 2 ათასამდე მოწონება, ათასი გაზიარება და 300 კომენტარი აქვს, მათ შორის როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლების.

შეფ-მზარეული ჯონ პოლ დამატო ქართულ კერძს რამდენიმე იტალიური ყველით: მოცარელათი, ფეტათი და რიკოტათი ამზადებს, თუმცა ცხობის პროცესში ამბობს, რომ ქართველები ხაჭაპურის დასამზადებლად სულგუნს იყენებენ, რაც ამერიკაში არ მოიძებნება, რადგან "არ ჰყავთ ქართული ძროხები და არ აქვთ შესაბამისი ნიადაგი".

გამოცხობის შემდეგ დამატო კერძს, რამდენიმე სანელებლის ნაზავს ამატებს და ქართული სამზარეულოს ცნობილი კერძის ამერიკული ვარიანტიც მზადაა!

ნახეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს