სექტები, რომლებიც ქრისტიანობამ უარყო

სექტები, რომლებიც ქრისტიანობამ უარყო

1. კათარიზმი

კათარიზმი დასავლეთ ევროპაში მეთერთმეტე საუკუნისას წარმოიშვა და ფართოდ გავრცელდა ერთი საუკუნის განმავლობაში. კათარიზმის მიმდევრებს წამდათ, რომ ძველი აღთქმის ღმერთმა შექმნა სულიერი სამყარო, ხოლო სატანამ მატერიალური სამყარო. ამის გამო ისინი უარს ამბობდნენ მატერიალურ ქმნილებებზე, საკუთარ სხეულებზეც კი.

კათარიზმის მიმდევრებს სწამდათ, რომ ადამიანის სული სინამდვილეში უსქესო ანგელოზი იყო, რომელიც სატანას ყავდა დაწყევლილი მარადიული რეინკარნაციით. სექტა საოცრად პროგრესული იყო გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით. ქალს და კაცს ერთნაირი უფლებები ჰქონდათ და ერთნაირად ეპყრობოდნენ. ასეა თუ ისე, საბოლოოდ კათარიზმი მიზოგინურ სექტად ჩამოყალიბდა შემდეგ კი საერთოდ გაქრა.

2. არიანიზმი

მეოთხე საუკუნის ქრისტიანი მღვდლის, არიუსის შექმნილი სექტა მეინსტრიმული ქრისტიანობის თითქმის იდენტური იყო, მხოლოდ ერთი განსხვავებით: იესო მათთვის ღმერთზე ნაკლები არსება იყო.

არიანიზმს მხარს რამდენიმე რომაელი იმპერატორი უჭერდა. მიუხედავად მრავალი მხარდამჭერის და მიმდევარისა, არიუსი გააძევეს და მხოლოდ სიკვდილის წინ მისცეს დაბრუნების უფლება. არიანიზმის ოფიციალური დასასრული მაშინ დადგა, როდესაც იმპერატორმა თეოდიუს დიდმა კათოლიციზმი ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა იმპერიაში.

3. ბოგომილიზმი

ბულგარეთში მეათე საუკუნეში შექმნილი სექტა მისი სულის ჩამდგმელის, მღვდელი ბოგომილის სახელს ატარებდა. დუალისტური სექტის სწავლება იუწყებოდა, რომ ღმერთს ორი შვილი ჰყავდა - სატანიელი და მიქაელი. უფროსი სატანიელი ღმერთს აუმხედრდა და დედამიწაზე დაეშვა, სადაც ადამიანი და ყველაფერი მატერიალური შექმნა. მიქაელმა, რომელიც შემდეგ იესოდ გადაიქცა, ადამიანის სული შექმნა.

ბოგომილები სიღარიბეში ცხოვრობდნენ და ეკლესიებში სიმდიდრის გამოვლენას გმობდნენ. ისინი ეკლესიებს ნდობას არ უცხადებდნენ და სახლში ლოცვას ანიჭებდნენ უპირატესობას. უარყოფდნენ სექსს, ღვინოს და ხორცს, როგორც სატანიელის ქმნილებებს. ასევე უარყოფდნენ ნათლობას, სამღვდელოებას და რელიგიურ ინვენტარს, მაგალითად ჯვრებს. სექტა მეთხუთმეტე საუკუნემდე არსებობდა.

4. ადოპტიონიზმი

მიუხედავად იმისა, რომ ადოპტიონიზმის კვალი მეორე საუკუნეშიც ჩანს, ის იქამდე არ გამხდარა ფართოდ პოპულარული, სანამ მერვე საუკუნეში ესპანელმა ეპისკოპოსმა ელიპანდუსმა არ დაიწყო მისი გავრცელება, როგორც ქრისტიანობის ალტერნატიული აღმსარებლობისა. ადოპტიონისტებს წამდათ, რომ იესო ღვთაებრივი ჩარევის გარეშე მოევლინა ქვეყანას. მათი მრწამსის მიხედვით, იესო მისი უცოდველი ცხოვრების გამო იქნა დაჯილდოებული სულიწმინდით ღმერთის მიერ, რითაც ღირსეული ღვთის ”შვილი” გახდა.

მოძრაობა მალევე მონათლეს უწმინდურად, სანამ ელიპანდუსმა ძალები არ გააერთიანა ეპისკოპოს ფელიქსთან და ერთად არ დაიწყეს ადოპტიონიზმის თეოლოგიურ დისკუსიებში ჩართვა. ელიპანდუსი ძლიერმორწმუნე იყო, მაგრამ ფელიქსმა ეკლესიისგან წნეხს ვერ გაუძლო და სექტას ჩამოშორდა, რამაც მისი საბოლოოდ დაშლა გამოიწვია.

5. ნოვატიანიზმი

ნოვატიანიზმის მიმდევრები კათოლიკურ ეკლესიას გამოეყვნენ, რადგან არ წამდათ, რომ ურწმუნოების ეკლესიაში უკან მიღება ნებადართული იყო. რომაელმა მღვდელმა ნოვატიანმა მაშინდელი რომის პაპის კორნელიუსის გაურკვეველი ქადაგებების გამო თავი ანტი რომის პაპად გამოაცხადა. მიუხედავად კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგობისა, მას მრავალი მიმდევარი გამოუჩნდა და სექტაც არსებობდა მის გარდაცვალებამდე. მიმდევრებმა სცადეს შესანდობ ცოდვებში მძიმე ცოდვებიც შეეტანათ, განსაკუთრებით ღალატი. როგორც მრავალი სექტა, ისინიც ერეტიკოსებად გამოაცხადეს და ნოვატიანიზმის მიმდევრებიც მალე აღმოიფხვრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ | 5 ყველაზე პოპულარული სექტა საქართველოში

მომზადებულია listverse.com-ს მიხედვით.

"მზად ვართ, სანაკრებო თამაშების დროს თოკო საქართველოში გავუშვათ, თუმცა ერთი პირობით", - ცსკა-ს პრეზიდენტი

ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა - "სახლში გავაცილებთ, სადაც პატარა ძამიკო ელოდებათ"

„ჯორჯიან მანგანეზმა“ საფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო