მამაკაცის სურნელი- როგორ სუნამო ვაჩუქოთ მამაკაცს

მამაკაცის სურნელი- როგორ სუნამო ვაჩუქოთ მამაკაცს

არომატის შერჩევა განსაკუთრებული რიტუალი არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც არის. თუკი მამაკაცები სუნამოს შერჩევისას პრაქტიკული თვალსაზრისით ხელმძღვანელობენ, მანდილოსნები არომატს ემოციური ასოციაციებით ირჩევენ.

ქალბატონები საკუთარი პარტნიორისთვის სუნამოს შერჩევისას უპირატესობას იმ არომატს ანიჭებენ, რომელმაც, შესაძლოა, მამაკაცს მასზე ფიქრი აიძულოს.

სუნამო საჩუქრად

თუკი გსურთ, თქვენს პარტნიორს იმაზე მიანიშნოთ, რომ მისი სუნამოს გამოცვლის დროა, უმჯობესია მას სუნამო აჩუქოთ. ამგვარად თქვენ ყურადღებასაც გამოიჩენთ საყვარელი მამაკაცისადმი და სასურველ შედეგსაც მიიღებთ. ამასთან, უნდა მოძებნოთ არომატი, რომელიც თავად მას მოეწონება და მოუხდება.

დადებითი შედეგის მისაღწევად, უმჯობესია მაღაზიებში ერთად გაისეირნოთ, იქ თქვენი პარტნიორის კანზე სასურველ არომატს შეარჩევთ.

თუკი სიურპრიზის მოწყობა გსურთ, შეგიძლიათ კონსულტანტს მიმართოთ. მამაკაცის ხასიათის შტრიხების გათვალისწინებით, კონსულტანტი საყვარელი მამაკაცისთვის შესაფერისი სუნამოების ჯგუფს შეგირჩევთ.

სუნამოების რომელი ჯგუფი მოუხდება თქვენს მამაკაცს?

არსებობს არომატების დიდი რაოდენობა და ყველა მათგანი სუნამოების ამა თუ იმ ჯგუფს მიეკუთვნება - ესენია ცხარე, ხის სურნელის, ზღვის, ციტრუსის და სხვა არომატები.

ძალიან მგრძნობიარე აღმოსავლური არომატები შეიცავს ვანილის ( vanilla), ამბრის (ambergris), კოჭას (ginger) სურნელს. ისინი ხაზს უსვამენ მამაკაცის სექსუალურ მიმზიდველობას და მას გარკვეულ იდუმალებას ანიჭებენ.

"კანის სურნელოვანი" არომატები შედგება თამბაქოს, თაფლის, კვამლის, არყის ხის ექსტრაქტისგან. ეს მამაკაცის არისტოკრატიულობას უსვამს ხაზს.

სურნელოვანი არომატები ბერგამოტის, ლავანდის, როზმარინის, მუხის ქერქის შემადგენლობით, მამაკაცურობის განსახიერებად მიიჩნევა და უფრო მეტად ენერგიულ, თანამედროვე მამაკაცებს უხდება.

ავანტიურისტ მამაკაცს უფრო მეტად შეეფერება მუშკის, კედრის, სანდალოზის ხის (sandal-wood), პაჩულის (Pogostemon patchouli) და სხვა მერქნის არომატები "ცხელი" ტონებით.

არომატების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება. ასე რომ, კონსულტანტის დახმარებით და სასურველი მამაკაცის ხასიათის გათვალისწინებით, თქვენ შეგიძლიათ ისეთი სუნამო შეარჩიოთ, რომელიც საყვარელ მამაკაცს უფრო მიმზიდველს გახდის.

mycharm.ru

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს