ქმარმა არ იცოდა, რომ ერთსქესიან ქორწინებაში იმყოფებოდა

ქმარმა არ იცოდა, რომ ერთსქესიან ქორწინებაში იმყოფებოდა

ხანში შესულმა ბელგიელმა მამაკაცმა 19-წლიანი ქორწინების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ამდენი წელი ერთსქესიან ქორწინებაში გაუტარებია. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ცოლმა დაუმალა, რომ ქვეყანას ბიჭად მოევლინა, მაგრამ წლების წინ სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. ბელგიელი უფრო იმან აღაშფოთა, რომ ეს ამბავი, თურმე, სხვებისთვის არ ყოფილა საიდუმლო. ამიტომ თავი ვერ შეიკავა და ცოლს სცემა.

"თავი გაუპატიურებულად ვიგრძენი", - გამოტყდა 64 წლის ბელგიელი.

ამ სკანდალური წყვილის სახელები არ ხმაურდება. ადგილობრივმა პრესამ მათ გამოგონილი სახელები შეარქვა: ქმარს - იანი, ცოლს კი - მონიკა.

მონიკა ჩვეულებრივი ქალივით ცხოვრობდა, რომელსაც ვითომ ბავშვის გაჩენა შეეძლო, მაგრამ არ სურდა. კონტრაცეპტივებსაც იყენებდა და ქმარს თავს აჩვენებდა, თითქოს მენსტრუაციული ციკლიც ჰქონდა. იანი ვერაფერს ხვდებოდა. მონიკაში მომხიბვლელ ქალს ხედავდა და უხაროდა, რომ მისი მესამე ცოლი შესანიშნავად უგებდა 4 გერს, რომლებიც იანს წინა ქორწინებებიდან ჰყავდა. იანი დარწმუნებული იყო, რომ როგორც იქნა, ქორწინებაში გაუმართლა.

ქმარმა ქორწინების ანულირება შეძლო. სამაგიეროდ, სასამართლომ მონიკას ქმრის სახლში ცხოვრების უფლება მისცა. დღეს წყვილი ერთ ჭერქვეშაა, თუმცა ერთმანეთს არ ელაპარაკება.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს