5 ყველაზე გავრცელებული ილუზია დაწინაურების მსურველთათვის

5 ყველაზე გავრცელებული ილუზია დაწინაურების მსურველთათვის

ზოგიერთ დასაქმებულს სამუშაოზე მოწყობისთანავე დაწინაურების და კარიერული წინსვლის ილუზიები მეტისმეტად სწრაფად უჩნდება. რაც მთავარია, ეს გეგმები ხშირად ყოველგვარ რეალურ საფუძველს მოკლებულია. ჯობია თავიდანვე რეალურად განსაჯოთ, რისი იმედი უნდა გქონდეთ.

წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილ მითებსა და ილუზიებს დაწინაურებასთან დაკავშირებით:

1. პრესტიჟული უნივერსიტეტის დიპლომი წარმატებული სტარტისთთვის საკმარისი პირობაა

ეს დოკუმენტი მხოლოდ თქვენს თეორიულ განათლებას ადასტურებს. პროფესიონალიზმი რომ დაამტკიცოთ, ჯერ მეტი შეიტყვეთ იმ ფირმის შესახებ, სადაც მუშაობის დაწყებას აპირებთ.

2. დიდი და სოლიდური რეზიუმე

მთელ ბიოგრაფიას ნუ ჩამოწერთ. იდეალური რეზიუმე ერთ ფურცელზე ეტევა, ადვილად იკითხება და მრავალფეროვანია. განათლება, გავლილი კურსები, მუშაობის გამოცდილება. ინფორმაცია მკაფიო და გულწრფელი უნდა იყოს.

3. ინტრიგებსა და ფარულ გარიგებებში მონაწილეობით შორს წავალ

გრძელვადიანი პერსპექტივებისთვის ნეიტრალიტეტის არჩევა სჯობს. კონფლიქტებით შორს ვერ წახვალთ, ან მხოლოდ დროებით.

4. იყოთ შეუცვლელი

თუ ეს გამოგდით, კარგია, მაგრამ გაითვალისწინეთ, ამ დროს ავადმყოფობისა და ადამიანური სისუსტეების უფლებაც არ გაქვთ. მეტისმეტი არაფერი ვარგა, მშვიდად შეასრულეთ დაკისრებული მოვალეობა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს