რატომ ღალატობენ წყვილები ერთმანეთს

რატომ ღალატობენ წყვილები ერთმანეთს

სამხრეთ ალაბამას უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობას 443 ქალი და მამაკაცი იღებდა, დაადგინა, რომ ადამიანი, რომელიც ერთხელ ღალატობს, მომავალშიც აგრძელებს ღალატს. თუ თქვენ შეურიგდებით მამაკაცს, რომელმაც გიღალატათ, მოემზადეთ, რომ ისევ გიღალატებენ.

”ადამიანები, რომლებსაც ერთხელ მაინც უღალატეს, გაცილებით ნაკლებად თავდაჯერებულნი იყვნენ რომანტიკულ ურთიერთობებში”, -განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ჯოშუა ფოსტერმა.

ადამიანები, რომლებსაც ღალატობენ, მომავალში ნაკლებ არიან ორიენტირებული ოჯახურ ურთიერთობებზე და ეძებენ პოზიტიურ ალტერნატივას, რითაც შეძლებენ პარტნიორული ერთგულების ჩანაცვლებას.

ამიტომ იმ პირებს, ვინც მონოგამიურ ურთიერთობებს ანიჭებენ უპირატესობას, კვლევის ავტორები ურჩევენ, რომ კარგად შეარჩიონ პარტნიორი და დარწმუნდნენ მათში, რომ ღალატს ადგილი არ ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ერთხელ გიღალატეს, ამას მეორედაც აუცილებლად იზამენ - ასეთია უახლესი კვლევის შედეგი.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს