უნიკალური გამოკითხვა – როგორი დედა უნდათ ბავშვებს?

უნიკალური გამოკითხვა – როგორი დედა უნდათ ბავშვებს?

ბრიტანელმა სოციოლოგებმა საინტერესო გამოკითხვა ჩაატარეს – ექვსიდან თხუთმეტ წლამდე სამი ათასი ბავშვი გამოკითხეს და ჰკითხეს, როგორი უნდა იყოს იდეალური დედა. ბავშვების უმრავლესობამ თქვა, რომ იდეალურმა დედამ მათთან ბევრი დრო უნდა გაატაროს, სკოლაში უნდა ატაროს, არ გაუბრაზდეს ტანსაცმლის დაბინძურებისთვის, დღის ნებისმიერ დროს დართოს ტელევიზორის ყურება იმის მიუხედავად, როგორ მოიქცნენ ბავშვები.

კვლევის ინიციატორი სოციოლოგი კეტრინ კრაფვორდია. ის დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ქალებისთვის გაცილებით რთულია დედობა, რადგან ბევრი რამის შეთავსება უწევთ და ასევე ცდილობენ, გარკვეულ იდეალს მოერგონ, რომელსაც კინო და ტელევიზია ნერგავს.

"ამიტომ თანამედროვე დედას სულ ჰგონია, რომ რაღაცას ისე არ აკეთებს, - ამბობს კრაფვორდი, - სულ თავს იდანაშაულებს. იმისთვის, რომ დედებმა შეწყვიტონ ღელვა, კვლევა ჩავატარეთ და ბავშვებს ვთხოვეთ, იდეალური დედა აღეწერათ. გაირკვა, რომ მათ მოთხოვნებთან მოსარგებად სულაც არ არის საჭირო რაიმე ზებუნებრივის კეთება".

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს