ადამიანს, რომელსაც 30-წამიანი მეხსიერება აქვს, მხოლოდ საყვარელი ქალი ახსოვს

ადამიანს, რომელსაც 30-წამიანი მეხსიერება აქვს, მხოლოდ საყვარელი ქალი ახსოვს

კლაივ ვერინგის ცხოვრების აზრი ყოველთვის იყო მუსიკის სიყვარული და საყვარელი ცოლი დებორა, რომელიც მისი მუზა იყო და ყოველთვის შთააგონებდა ახალი ქმნილებების შექმნას. ვერინგი იყო შესანიშნავი მუსიკოსი, დირიჟორი, ტენორი და პიანისტი. მისი ცხოვრება ალბათ ჩვეულებრივ გაგრძელდებოდა, რომ არა შემთხვევა, რომელმაც თავდაყირა დააყენა მისი ბედი.

ერთხელ კლაივი შინ რომ მოვიდა, ვერაფრით დაიძინა – თავის ძლიერმა ტკივილმა არ მოასვენა. წამლები მიიღო, მაგრამ ტკივილი არ გაუჩერდა. შემდგომში ახალი სიმპტომები გაჩნდა: ტემპერატურა მოემატა და მეხსიერების პრობლემები დაეწყო. რამდენიმე დღეში ვერინგს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – ჰერპესული ენცეფალიტი. დაავადებამ მისი ნერვული სისტემა დააზიანა, რის შედეგადაც მის ტვინს აღარ აქვს უნარი, ახსოვდეს რაიმე 30 წამზე მეტხანს. კლაივს არ ახსოვს თავისი წარსულის ძირითადი ნაწილი და წამიერად ივიწყებს ყველაფერს, რაც აწმყოში ხდება. საკუთარი შვილების სახელებსაც კი ძნელად იხსენებს ხოლმე. ეს ამნეზიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევაა.

დიაგნოზის დასმიდან მუსიკოსის ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა. კლაივის წარსული და რეალობა მის თვალწინ ქრებოდა.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს