იაპონიაში ნამდვილი ბეტმენი გამოჩნდა (+ ვიდეო)

იაპონიაში ნამდვილი ბეტმენი გამოჩნდა (+ ვიდეო)

ამომავალი მზის ქვეყანაში ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებს ახარებს.

ქალაქ ჩიბაში 41 წლის იაპონელი ცხოვრობს, რომელიც შემდუღებლად მუშაობს. სამსახურის შემდეგ ის ცნობილი სუპერგმირის შავ კოსტუმს იცვამს, სამბორბლიან მოტოციკლზე ჯდება და ქუჩებში "პატრულირებს".

სუპერგმირის სიტყვებით, მისი მისია არა დამნაშვეების დაჭერა, არამედ ქალაქის მცხოვრებლების გაბედნიერებაა. შემდუღებელი სუპერგმირი ხალხთან ფოტოებს იღებს, ავტოგრაფებს არიგებს და თავის შავ კოსტუმში ზუსტად ბეტმენივით გამოიყურება.

ამასთან, ისიც ისეთივე დაბალი და ბოხი ხმით საუბრობს, როგორც კომიქსების ცნობილი გმირი. ოღონდ იაპონურად.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს