ადამიანმა, რომელსაც ამოტრიალებული თავი აქვს, ცხოვრებაში საკუთარი ადგილი და ბედნიერება იპოვნა

ადამიანმა, რომელსაც ამოტრიალებული თავი აქვს, ცხოვრებაში საკუთარი ადგილი და ბედნიერება იპოვნა

”მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ სხეულს ჩემს ირგვლივ მყოფი სამყაროს მიხედვით ვაწყობ და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მეც ისეთი ვარ, როგორიც ყველა - ნორმალური ადამიანი...", - ამბობს ბრაზილიის 37 წლის მცხოვრები კლაუდიო ვიეირა დე ოლივიერა. ის  ართროგრიპოზის დიაგნოზით დაიბადა. ეს ძვლების და კუნთების დაავადებაა, რომელიც კიდურების დეფორმაციით, კუნთების განუვითარებლობით და ფიბროზით გამოიხატება.

ექიმებმა დედას განუცხადეს, რომ ბავშვი დიდხანს ვერ იცოცხლებდა, თუმცა კლაუდიო არა მხოლოდ გადარჩა, არამედ წარმატებით დაამთავრა სკოლა და შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტ ფეირა დი სანტანაშიც მოეწყო ბუღალტრის სპეციალობაზე.

დღეს ის ამ უნივერსიტეტში რეგულარულ ლექციებს ატარებს მოტივაციის შესახებ, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას ძლიერად აქვს დეფორმირებული ხელ-ფეხი, ხოლო თავი უკან აქვს გადაბრუნებული. იმის გამო, რომ მისი თითები საერთოდ არ ფუნქციონირებს, კლაუდიოს წერა პირში კალამ გაჩრილს უწევს. ზუსტად ასე მუშაობს კომპიუტერის მაუსთან და ტელეფონთანაც. მისთვის შექმნეს სპეციალური მოწყობილობა, რომ დამოუკიდებლად შეძლებოდა ქალაქში გადაადგილება.

”ჩვენ არასოდეს არ მოვქცევივართ მას ისე, თითქოს არასრულყოფილი ყოფილიყო, ამიტომ, როდესაც მას ისეთი რამის გაკეთება სურდა, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები აკეთებდნენ, ამის ნებას ვრთავდით. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების გამო ეტლის გამოყენებაც არ შეეძლო და ძალიან უჭირდა გადაადგილება. მაგრამ სწორედ ამიტომაა ის ახლა საკუთარ თავში დარწმუნებული. მას შეუძლია თავისუფლად იაროს ქუჩაში, იმღეროს და იცეკვოს კიდეც”, - ყვებიან კლაუდიოს ოჯახში.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს