10 გასაკვირი რამ, რაც კანს აზიანებს

10 გასაკვირი რამ, რაც კანს აზიანებს

ზედმეტი ქლორი

აუზში ცურვის შემდეგ კანს განსაკუთრებული მოვლა ჭირდება. შხაპის მიღების შემდეგაც, ქლორი კანზე რჩება და შესაძლოა, რეაქციაში შევიდეს მედიკამენტებთან, სახის გამწმენდთან და ლოსიონთან. ქლორის ეფექტურად მოსაშორებლად დამატებით საპნის ქაფით ჩამოიბანეთ კანი.

მაკიაჟით ძილი

მაკიაჟით დაზინებამ შეიძლება ბაქტერიული ინფექციები და ფორების დაბინძურება გამოიწვიოს. მაკიაჟის ნაწილმა კი, რომელიც ბალიშზე რჩება, შეიძლება ცუდად გაგხადოთ. ძილის წინ აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი.

ყავა

კოფეინი მშრალ კანს არ უხდება და ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. დაატენიანეთ კანი და დალიეთ ბევრი წყალი. ერთი ჭიქა ყავა წყლის მარაგს ორგანიზმში საგრძნობლად წევს დაბლა.

მუწუკების ამორწყვა

კანიდან მუწუკის ხელით ამოღება ჭუჭყს და ბაქტერიებს ღრმად, ფორებში უშვებს, რაც უფრო მეტი მუწუკის წარმოქმნას უწყობს ხელს.

საჭმლის მიღების დროის გადაცდენა

თუ საუზმიდან პირდაპირ ვახშამს მიირთმევთ, კანი გაცილებით მალე დაბერდება და გამოშრება. ეცადეთ საკვებად ხშირად მიიღოთ ფორთოხალი, მიწის თხილი, ავოკადო და კარტოფილი. ამით კანის ჯანმრთელობას გაიუმჯობესებთ.

წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება

ყოველდღიურად დიდი რაოდენობით წყლის მიღება არა მხოლოდ დაბერებასთან ბრძოლაში შეგიწყობთ ხელს, არამედ კანს ჯანმრთელ ბზინვარებას მიანიჭებს.

ტელეფონზე საუბარი

ტელეფონზე საათობით საუბარი თვალების და ლოყის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. აუცილებლად გაწმინდეთ ტელეფონი ანტიბაქტერიალური საწმენდებით.

ჭუჭყიანი სათვალე

არ დაგავიწყდეთ სათვალის გაკეთების წინ მისი გაწმენდა. ბაქტერიები, რომლების სათვალეზეა, შეიძლება კანის ფორებში აღმოჩნდეს და ცხვირის მიდამოებში კანი გააღიზიანოს.

არასაკმარისი ძილი

ყოველდღიურად რეკომენდირებული რვა საათიანი ძილი არა მარტო მხნედ გამყოფებთ, აგრეთვე დაატენიანებს კანს. ძილის ნაკლებობა ფორების ჩაშვებას და კანის ჩამოწელვას იწვევს.

შაქარი

როდესაც ზედმეტი რაოდენობით იღებ შაქარს, ეს კანს ელასტიურობას უკარგავს. ტკბილეულის მოთხოვნილებას ებრძოლეთ ხილით, მაგალითად მანგოთი ან ანანასით.

მომზადებულია elle.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს