პიტერ პენი გეი იყო, კრისტოფერ რობინს კი ინვალიდი ქალიშვილი ჰყავდა - როგორი იყო პროტოტიპების რეალური ცხოვრება

პიტერ პენი გეი იყო, კრისტოფერ რობინს კი ინვალიდი ქალიშვილი ჰყავდა - როგორი იყო პროტოტიპების რეალური ცხოვრება

არაერთი ცნობილი ზღაპრის გმირი, რომელთა სახელებიც დღეს ყველა ბავშვმა იცის, თავის დროზე რეალური ბავშვების პროტოტიპების საფუძველზე შეიქმნა. კრისტოფერ რობინი, ელისი და პიტერ პენი მარადიულ ბავშვებად დარჩნენ, არადა თითოეულს თავისი ცხოვრების გზა ჰქონდა, რომელსაც ზღაპრულს ნამდვილად ვერ უწოდებ. ვინ იყვნენ ეს ბავშვები, როგორ იცხოვრეს და რა ბედი ეწიათ მათ.

კრისტოფერ რობინი (ალან მილნის "ვინი პუჰი")

ვინი პუჰის მეგობარი, კრისტოფერ რობინი ზღაპრის ავტორის შვილი იყო. მოგვიანებით ბიჭუნა წერდა: "არსებობს ორი რამ, რამაც ჩემი ცხოვრება დაჩრდილა. პირველი მამაჩემის დიდება და მეორე - "კრისტოფერ რობინი".

მილნების ოჯახში გოგონას ელოდნენ. არადა ბიჭი დაიბადა, რომელსაც გოგონასავით ზრდიდნენ. გოგოს კაბებს აცმევდნენ, გოგოსავით მიმართავდნენ... მშობლებთან ურთიერთობა ვერ ააწყო - დედა მხოლოდ საკუთარი თავით იყო დაკავებული, მამა კი - თავისი შემოქმედებით.

ბავშვი ძალიან კეთილი, ნერვიული და მორიდებული იყო. ძირითად დროს ძიძასთან ატარებდა. მის საყვარელ სათამაშოდ დათუნია თედი იქცა, რომელიც მამამ პირველ დაბადების დღეზე აჩუქა.

დათუნია მისი თანამოსაუბრე და ერთადერთი მეგობარი გახდა, მოგვიანებით კი - მამამისის წიგნის მთავარი გმირი, ვინი პუჰი.

მამასთან განსაკუთრებული ურთიერთგაგება არ ჰქონია, მხოლოდ მაშინ დაახლოვდნენ, როცა დედამ მიატოვა და საყვარელთან გადაბარგდა. ამ დროს კრისტოფერი მოგვიანებით გაიხსენებს, როგორც ყველაზე ბედნიერ პერიოდს მის ცხოვრებაში.

იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, სადაც დაიჭრა კიდეც. ამის წყალობით მთელი სიცოცხლე თავის ტკივილები ტანჯავდა. დედასთან ურთიერთობა არასოდეს ჰქონია. უფრო სწორად, თავად დედას არ ჰქონია მათან დაკავშირების მცდელობა. დოროთი მილნმა სიკვდილის წინაც არ მოისურვა შვილთან დამშვიდობება.

ომის შემდეგ კრისტოფერი საკუთარ მამიდაშვილზე დაქორწინდა. მამა ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო - მომავალი შთამომავლობის ბედი აღელვებდა და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, არ ცდებოდა. კრისტოფერ რობინის ქალიშვილი თანდაყოლილი ცერებრალური დამბლით დაიბადა. თუმცა ალან მილნი არ ამბავს ვერ მოესწრო - ბავშვის დაბადებამდე 3 წლით ადრე გარდაიცვალა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს