პირველკლასელის სტრესი - თანამედროვე ბავშვების ახალი პრობლემა

პირველკლასელის სტრესი - თანამედროვე ბავშვების ახალი პრობლემა

სულ რამდენიმე დღეში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. ბევრი ბავშვი პირველად უნდა მიუჯდეს სასკოლო მერხს. სპეციალისტები ამ ბავშვების დედებს მეტი სიფრთხილისა და დაკვირვებისკენ მოუწოდებენ. აღმოჩნდა, რომ მომავალი პირველკლასელები სწავლის დაწყებამდე ძლიერ სტრესს განიცდიან.

"სანამ სკოლაში პირველად მივა, მომავალი პირველკლასელი შფოთავს", - ასეთ დასკვნას გვთავაზობენ ბრიტანელი მეცნიერები, რომლებმაც 6 წლის ბავშვების ემოციური მდგომარეობა სწავლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეისწავლეს. სკოლაში მისვლამდე რომ ბავშვი ღელავს, ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ მკვლევარებს ის აშფოთებთ, რომ თანამედროვე ბავშვების სტრესი უფრო ძლიერია, ვიდრე ეს წინა თაობებში შეიმჩნეოდა.

6 წლის ბავშვების სისხლის ანალიზმა ორგანიზმში სტრესის ჰორმონი, კორტიზოლი გამოავლინა.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს