მსოფლიოში ყველაზე დიდი ნატურალური მკერდის მქონე ქალი

მსოფლიოში ყველაზე დიდი ნატურალური მკერდის მქონე ქალი

ენი ჰოკინს-ტერნერისთვის დიდ მკერდს ტანჯვის მეტი არაფერი მოუტანია.

მსოფლიოში ყველაზე დიდი მკერდის მქონე გინესის რეკორდების წიგნის რეკორდსმენმა 52 წლის ენი ჰოკინს-ტერნერმა ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ ბავშვობიდან დასცინოდნენ.

"როდესაც სახლიდან გავდივარ იმაზე ვფიქრობ, დღეს ვინ დამცინებს, ყოველდღე უმიზეზოდ მამცირებენ", - ყვება ენი.

ენი ჰოკინს-ტერნერი ფულს მოდელობით შოულობს. მისი ფსევდონიმი ნორმა სტიცია.

ენი იხსენებს, რომ პირველად ბიუსტჰალტერი 10 წლის ასაკში მოირგო. "არ მახსოვს, რა ზომის, მაგრამ ძალიან დიდი იყო, მკერდი ფეხბურთის ბურთების ზომის მქონდა, მაშინ უკვე ვიცოდი, რომ ყველას არ ვგავდი".

მიუხედავად იმისა, რომ დიდი მკერდი უამრავ პრობლემას უქმნის, ენი მის დაპატარავებაზე არც კი ფიქრობს.

"ოპერაცია არ მჭირდება, ძლიერი ზურგი მაქვს და არ მტკივა, მკერდი ხელს არ მიშლის", - აცხადებს ის.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს