მილიარდერები, რომლებიც უცებ გაღატაკდნენ

მილიარდერები, რომლებიც უცებ გაღატაკდნენ

1. ისლანდიის რიგით მეორე ყველაზე მდიდარი კაცი ბიორგოლფურ გუდმუნდსონი  2009 წელს გაკოტრდა. ლუდის მხარშავი, მილიონერი "ლენდსბანკის" მეწილეობით და საფეხბურთო კლუბ ვესტ ჰემის ფლობით გახდა. ისლანდიური საბანკო სისტემის კოლაფსის გამო მისი აქციები თითქმის ნულის ფასი გახდა და გუდმუნდსონიც გაკოტრდა.

 

2. ტექსასელი ალან სტენფორდი ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო 2.2 მილიარდი დოლარის ქონებით. 2009 წელს სტენფორდი კლიენტებს ყალბ დეპოზიტებს აძლევდა თავის ოფშორული ბანკიდან. 20 000-ზე მეტი ინვესტორი დღემდე ელოდება ფულის დაბრუნებას. სტენფორდს 110 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

3. 2008 წელს შონ ქუინი ირლანდიის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო 6 მილიარდიანი ქონებით. 2007 წელს ქუინმა ქონების ნაწილი ანგლო-ირლანდიულ ბანკში ჩადო. რამდენიმე თვეში ბანკმა დიდი დანაკარგი განიცადა. ირლანდიამ მომავალი კოლაფსის ასარიდებლად ბანკის ნაციონალიზაცია მოახდინა და ქუინის ინვესტიცია დაიკარგა. ახალმა ბანკმა ძველი მფლობელები საქმიდან გაიყვანა და ქუინს და მის ოჯახს მხოლოდ 15 000 დოლარი დაუტოვა საბანკო ანგარიშზე.

4. მასაიოში სონმა 70 მილიარდი ამერიკული დოლარი დაკარგა, მაგრამ იაპონიაში მაინც რიგით მეორე უმდიდრეს ადამიანად ითვლება. 1981 წელს ”იაპონელმა ბილ გეითსმა” დააარსა "სოფთბანკი", ინტერნეტის და ტელეკომუნიკაციების უმსხვილესი კომპანია. 2004 წელს ინტერნეტის კრახის გამო, "სოფთბანკის" აქციები 98%-თ გაიაფდა და სონმა ისტორიაში ყველაზე დიდი ოდენობის ფული დაკარგა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წელიწადში "სოფთბანკი" ისევ მოწინავე კომპანია გახდა და სონმა თითქმის მთლიანად დაიბრუნა დაკარგული მილიარდები.

5. ბრაზილიელი ეიკე ბატისტა მსოფლიოში სიმდიდრით მერვე ადამიანი იყო. როდესაც ნავთობკომპანია, რომლის მფლობელიც ბატისტა იყო, გაკოტრდა, მან 16 თვეში 33 მილიარდი დოლარი დაკარგა.

მომზადებულია oddee.com-ს მიხედვით.

წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზღვაზე შტორმი - უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი უარესდება

მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეხვდება ახალ სიყვარულს და ვის ემუქრება პარტნიორთან დაშორება

მარტის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული მომდევნო თვე და ვინ მიიღებს ფულის ახალ წყაროს