ძლიერი სქესის სუსტი წერტილები - ანუ როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ძლიერი სქესის სუსტი წერტილები - ანუ როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ყველა ქალის ოცნებაა საყვარელი მამაკაცის ერთპიროვნულად და სამუდამოდ მოხიბვლა.

თუმცა ეს ყველაფერი ხან გამოგვდის, ხანაც არა. სინამდვილეში კი ძლიერ სქესს საკმაოდ ბევრი სუსტი წერტილი გააჩნია, რომელსაც ჩვენ, ქალები, ურთიერთობისას არ ან ვერ ვითვალისწინებთ.

შესაბამისად, "მტკივანზე ფეხის დადგმა" იწვევს კიდეც ხშირ შემთხვევაში მამაკაცის მხრიდან დაცვითი ფუნქციების გააქტიურებას... ჰოდა, ძვირფასო ქალებო, მამაკაცები არც ისეთი გულადები არიან სინამდვილეში... სწორედ ამიტომაა საჭირო ნებისმიერი მამრისთვის დამახასიათებელი სისუსტის ცოდნა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით... რა იცით, რაში გამოგადგეთ ეს ყველაფერი?

ვერძის სისუსტე ლიდერობის სიყვარულია. მიეცით მას საშუალება, წამყვანი პარტია ითამაშოს ურთიერთობაში. თუკი დევნას იქით დაუწყებთ, ის უბრალოდ და მარტივად აორთქლდება.

კუროს სისუსტე სტაბილურობის მოთხოვნილებაა. ნუ გააოცებთ მას ცვალებადობით. ნუ ითამაშებთ ქალს, რომელსაც თავადაც ვერ გაურკვევია, რა სურს.

ტყუპს ყველაზე მეტად ერთფეროვნების ეშინია. შესაბამისად, ნუ მოსთხოვთ მას ურთიერთობის სასწრაფოდ დაკანონებას. მარტივად შეხედეთ ყველაფერს.

კირჩხიბს საყვარელი ადამიანის დაკარგვის ეშინია. თან ეს შიში იმდენად ძლიერია, რომ წინასწარ გლოვობს ხოლმე მას. ნუ გაუმძაფრებთ კირჩხიბ კაცს ამ ეჭვებს ზედმეტი ჭირვეულობითა და ქარაფშუტობით.

ლომს გულის სიღრმეში საყვარელი ქალის ყოფილების "შიში" აქვს... უფრო სწორად, შიში იმისა, რომ ყოფილს შეადარებენ. არასოდეს ისაუბროთ მასთან წარსულზე!

ქალწულს ქაოსი აშინებს ყველაზე მეტად... როგორც ბინაში, ისე ცხოვრებაში და მით უმეტეს, საკუთარ სულში. ნუ შემოიტანთ მის ყოველდღიურობაში ქაოსს. დაუმტკიცეთ, რომ იქ არაფრის ასარევად არ მისულხართ.

წაიკითხეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს