"სადაა არაყი? არ არის არაყი" - სოფლელი გოგონას სასკოლო თხზულებამ მასწავლებელი შოკში ჩააგდო

"სადაა არაყი? არ არის არაყი" - სოფლელი გოგონას სასკოლო თხზულებამ მასწავლებელი შოკში ჩააგდო

რუსი პედაგოგის მოგონებებიდან:

ოთხმოციან წლებში სოფლის სკოლაში მომიწია მასწავლებლობამ. ეს სკოლა სვერდლოვსკის ოლქში, ტავატუში მდებარებდა. ძირითადად, მეტყევეებისა და რკინიგზის მუშების დასახლება გახლდათ. სოფელში თვალით ვერ ნახავდით აბანოს, მაღაზიას და კინოთეატრს. სამაგიეროდ, ბიბლიოთეკა და რვაწლიანი სკოლა ჰქონდათ. ისე ნუ იფიქრებთ, თითქოს იქაურებს წიგნითა და სწავლა-განათლებით ედგათ სული... ასე არ იყო, რაც მართალია, მართალია.

ამ ხალხს აბანოსა და მაღაზიის გარეშე გაძლება არასოდეს გაჭირვებიათ. თხილამურებსა და ციგებზე სრიალებდნენ, ტრაქტორით დასეირნობდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, ადგილობრივი "ელექტრიჩკით" მეზობელ სოფლებსაც შეუვლიდნენ ხოლმე. მეტსაც გეტყვით, ამ კულტღონისძიებებისგან თავისუფალ დროს უქმად არ აცდენდნენ - მოცლილობის ჟამს მთელი სოფელი ერთსულოვნად ეძლეოდა ლოთობით ტკბობას.

რაც შეეხება სკოლას. რა თქმა უნდა, ბევრი მოსწავლე არ დამხვედრია. მეოთხე კლასში 5 მოწაფე იყო, მეხუთეში - სამი, მეექვსეში - 4, მეშვიდეში - თერთმეტი და მერვეში - ექვსი.

არც მასწავლებლები ვებლანდებოდით ფეხებში ერთმანეთს - სულ 4 პედაგოგი გახლდით ჩემი ჩათვლით...

ტავატუელი ბავშვები მართლაც რომ გაგიხარებდნენ გულს - კეთილები, ლამაზები, საოცარი წარმოსახვის პატრონები... მერვეკლასელებს კი გამოარჩევდა კაცი... ისე დატყობოდათ სქესობრივი სიმწიფე, რომ ბავშვებს კი არა პატარა, "მატრიოშკებს" ჰგავდნენ.

ტავატუელ მოწაფეებს ერთადერთი პრობლემა ჰქონდათ: მარცვალ-მარცვალ ძლივს კითხულობდნენ. და როგორ წერდნენ? ამის გახსენება ახლაც ცუდად მხდის, ფაქტობრივად, არ წერდნენ... სასწრაფოდ რაღაც იყო მოსაფიქრებელი...

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს