სექს-საჩუქარი წიგნის მოყვარული მამაკაცისთვის

სექს-საჩუქარი წიგნის მოყვარული მამაკაცისთვის

შენს საყვარელ მამაკაცს უყვარს კითხვა? გამოიყენე მისი ეს მისწრაფება იმისათვის, რომ თქვენი სექსუალური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და მგზნებარე გახადოთ. როგორ? ამას აქვე გასწავლით.

გაიგე, რომელ ლიტერატურულ ჟანრს ანიჭებს უპირატესობას შენი მეგობარი (ქმარი) მამაკაცი და საჩუქრად უყიდე შესაბამისი წიგნი.

დაელოდე მომენტს, როდის დაიწყებს კითხვას... გადაშალე გვერდი ან თავი, რომელიც მას ჯერ არ წაუკითხავს და დაუტოვე დაშიფრული შეტყობინება. ამისათვის ფანქრით ან ფლომასტერით გახაზე საჭირო ასოები ისეთი თანმიმდევრობით, რომ გამოვიდეს ფრაზა, რომელიც გსურს, რომ შენმა მამაკაცმა შენგან მოისმინოს.

მათ, ვინც გამოსცადეს ეს მეთოდი, ამბობენ, რომ სიყვარულის ახსნა ან სხვა თბილი სიტყვები ხშირად მოსალოდნელ ეფექტს არ იძლევა. მამაკაცი, რომელიც იძულებულია შეწყვიტოს კითხვა იმისათვის, რომ წიგნის გვერდებზე წაიკითხოს ფრაზები "მე შენ მიყვარხარ" ან "ჩემო საყვარელო", ხშირ შემთხვევაში იმედგაცრუებული რჩება, უკეთეს შემთხვევაში კი ბანალური "მადლობით" ან მორიგი კოცნით გამოხატავს მადლიერების გრძნობას.

მაგრამ თუ დაშიფრულ წერილში ის შენს სექსუალურ სურვილს ამოიკითხავს (მაგალითად: "მე შენ მინდიხარ" ან "მე შენთან მინდა სექსი აივანზე" და სხვა...), წინადადებას სიხარულით მიიღებს, ფანტაზია მაშინვე დაიწყებს სექსუალური სურათების ხატვას და მოუთმენლად დაელოდება ამ წინადადების განხორციელებას... მომავალში კი დიდი სიამოვნებით დაელოდება ახალ გასაშიფრ შეტყობინებას.

არ გაგიკვირდეს, თუ ერთხელაც საჩუქრად მიიღებ წიგნს კულინარიაზე ან მცენარეების მოვლაზე. და იმის გამო სულაც არა, რომ ახალი რეცეპტებითა და ინტერიერის გაფორმების სხვადასხვა ვარიანტით გაგიმდიდროს ცოდნა...

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს