მძღოლებს სხეულის სუნზე შეამოწმებენ

მძღოლებს სხეულის სუნზე შეამოწმებენ

სხეულის სუნი იმ 52 კრიტერიუმში შედის, რომლის დაკმაყოფილებაც სან-დიეგოს აეროპორტში მუშაობის მსურველ ტაქსის მძღოლებს მოუწევთ. მძღოლები ამბობენ, რომ "სუნის ბარიერის" დაწესებას დისკრიმინაციისა და ადამიანის დაკნინების "სუნი ასდის".

მრავალი წელია აეროპორტის თანამშრომლები ყველა ტაქსისტს გულმოდგინედ ამოწმებენ - დაზღვევის პოლისს, ფანჯრის საწმენდების ვარგისიანობას, საბურავებსა და მუხრუჭებს. კონტროლიორებს თუ მძღოლის სუნის საეჭვოდ ეჩვენათ, ახალ მგზავრს მანამ არ ჩაუსვამენ მანქანაში, სანამ მძღოლი ტანსაცლემელს არ გამოიცვლის.

მძღოლებს აინტერესებთ, როგორ აკონტროლებენ ინსპექტორები, ვის რა სუნი აქვს. 36 წლის ეთიოპიელი აბელ სეიფი ეჭვობს, რომ ისინი შეუმჩნევლად ყნოსავენ მძღოლებს ჩვეულებრივი, მეგობრული საუბრის დროს. აეროპორტის წარმომადგენელი რებეკა ბლუმფილდი აცხადებს, რომ ამისათვის რაიმე სტანდარტული პროცედურა არ არსებობს.

"ტურისტებს პირველ შთაბეჭდილებას ტაქსის მძღოლები უქმნიან, ჩვენ კი გვინდა, რომ მათ ჩვენზე კარგი წარმოდგენა ჰქონდეთ", - აცხადებს ბლუმფილდი.

მომზადებულია .americaru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს