ენი ლეიბოვიცის ფოტოშედევრები (+28 ფოტო)

ენი ლეიბოვიცის ფოტოშედევრები (+28 ფოტო)

ცნობილი ფოტოგრაფის, ენი ლეიბოვიცის ნამუშევრებს მთელს მსოფლიოში იცნობენ, თუმცა ერთეულებს შეუძლიათ მისი ავტორის დასახელება.

ლეიბოვიცი ფოტოგრაფიის თითქმის ყველა ჟანრში მუშაობდა, მაგრამ ნამდვილი წარმატება მას პოტრეტებმა მოუტანა. ფოტოხელოვანი მუშაობდა როგორც მსოფლიოს ვარსკვლავებთან, ცნობილ პოლიტიკოსებთან და არტისტებთან, ასევე უბრალო ადამიანებთან.

საინტერესო და განსაკუთრებით ტრაგიკულია ჯონ ლენონის სიკვდილამდე რამდენიმე სათით ადრე გადაღებული ფოტო. ლეიბოვიცს ლეგენდარული მუსიკოსი ჟურნალ «Rolling Stone-ის გარეკანისთვის უნდა გადაეღო. ლენონმა კი დაიჟინა, რომ ყდაზე მეუღლესთან ერთად უნდა აღბეჭდილიყო. ფოტოგრტაფმა მუსიკოსს გაშიშვლება მოსთხოვა. ლეიბოვიცი ამ ფოტოს ისტორიას ასე იხსენებს: "იოკომ მკითხა, მასაც ხომ არ უნდა გაეხადა, თუნდაც მხოლოდ წელსზემოთ. "არა" - ვუთხარი კატეგორიულად, თუმცა თავადაც არ ვიცოდი რა გამოსახულება უნდა გამომსვლოდა. როცა ჯონი მოეხვია, საშინლად ძლიერი კადრი გამოვიდა. "პოლაროიდით" გაკეთებულმა პირველმა ცდამ ორივე აღტაცებაში მოიყვანა. ჯონმა მითხრა: "ამ კადრით ჩვენი ურთიერთიერთობა ზუსტად ისეთი ჩანს, როგორიც სინამდვილეშია. დამპირდი, რომ ეს ფოტო ყდაზე მოხვდებაო". გარიგება შედგა. 25 წლის შემდეგ კი 2005 წელს ეს გარეკანი "საუკეთესო საჟურნალე ყდად" დაასახელეს ბოლო 40 წლის განმავლობაში.

ლეიბოვიცი დღესაც წარმატების მწვერვალზეა. ყველა მისი ნამუშევარი უმაღლეს შეფასებას იღებს. წარმოგიდგენთ ამ საკულტო ფოტოგრაფის რამდენიმე ნამუშევარს.

იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს