აქტუალურია ტყავისა და ველვეტისგან დამზადებული შარვლები!..

აქტუალურია ტყავისა და ველვეტისგან დამზადებული შარვლები!..

დიზაინერი დეა სანაძე სამხატვრო აკადემიაში კომპიუტერული გრაფიკის ფაკულტეტზე სწავლობს. გატაცებულია ფოტოგრაფიით და იღებს სხვადასხვა პროექტს. მისი თქმით, ერთი საქმიანობა არასდროს აკმაყოფილებდა, მუდმივად ახლის ძიებაშია, თუმცა მაინც ხელოვნების გარშემო ტრიალებს.

მაისურებზე ხატვა ბავშვობიდან დაიწყო, რადგან არ მოსწონდა ბაზრის მიერ შეთავაზებული პროდუქტი, უნდოდა, განსხვავებული ყოფილიყო. შემდეგ კი მეუღლესთან ერთად შექმნა მაისურების ბრენდი, წყვილს დიდი გეგმები აქვს და ერთმანეთს ახალი იდეებით აოცებენ.

- მაისურზე მუშაობის რა პრინციპი გაქვთ? როგორც ვხვდები, კი არ პრინტავთ, ხატავთ...

- დიახ, ვხატავთ. თითოეულ ნახატი მაისურზე ხელით არის შესრულებული, ვფიქრობ, ამიტომაცაა გამორჩეული. ხელნაკეთი ყოველთვის უფრო ფასობს ქარხნულ ნაწარმთან შედარებით. შეგვიძლია, ესკიზი ნებისმიერ თემაზე შევქმნათ და გადავიტანოთ მაისურზე. ასევე ვაკეთებთ სხვადასხვა ნახატის რეპროდუქციებს. მომხმარებელს შეუძლია, თავისი შექმნილი მაისური ეცვას. უმრავლესობას სწორედ ეს შეთავაზება ხიბლავს და ჩვენთან ერთად იგონებს მათთვის სასურველ მაისურს. ასლებიც იქმნება, გვაქვს ექსკლუზიური ნამუშევრებიც, თუმცა რადგან ისინი ხელითაა შესრულებული, ორი აბსოლუტურად იდენტური მაისურის შექმნა შეუძლებელია...

- გარდა მაისურებისა, ცივ სეზონზე რას შესთავაზებთ მომხმარებელს? მაგალითად, ნაქსოვზე შესაძლებელია რაიმეს დახატვა?

- თითქმის ნებისმიერ ზედაპირზე ვხატავთ. მომხმარებლის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, შემოდგომიდან მოდის ინდუსტრიაში შებიჯებას ვაპირებთ, გვინდა, ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობა მოვსინჯოთ და კოლექცია შევქმნათ, უკვე ვმუშაობთ ესკიზებზეც. თუმცა ვინაიდან ორივე ზედმეტად არაპროგნოზირებადი ვართ, გადაჭრით ნამდვილად ვერ ვიტყვი, ხვალ ისევ გვენდომება თუ არა ეს ყველაფერი (იღიმის).

- ახლა, უშუალოდ მოდის თანამედროვე ტენდენციებზე გვესაუბრეთ. როგორი სილუეტისა და ფორმის სამოსი იქნება აქტუალური შემოდგომა-ზამთრის სეზონზე?

- წლევანდელი მოდა ძალიან მრავალფეროვანია, არ იკვეთება ერთი კონკრეტული სტილი და ხაზი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიზაინერები ერთმანეთის საპირისპირო ვარიაციებს გვთავაზობენ. ისევ აქტუალურია მამაკაცური ფორმები, ვუბრუნდებით 80-იანების მოდას, რომელიც ელეგანტურობით გამოირჩევა. მოდური იქნება ძალიან მკვეთრი ფერების კონტრასტი, რომელიც ცალსახად პოპ-არტსაც მოგვაგონებს, და ჩვენთვის უკვე ნაცნობი პრინტიანი ზედები– დაშტრიხულის ეფექტით.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს