15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კარგი დღეა, როგორც ახალი საქმეების დასაწყებად, აგრეთვე ძველების დასასრულებლად. ყველაფერი გამოგივათ, მთავარია, ყურადღებით იმოქმედოთ. დახმარებისთვის შეგიძლიათ გამოცდილ მეგობრებს მიმართოთ.

კურო

ენერგიის მომატებას იგრძნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენ წინ აღმართულ ყველა დაბრკოლებას გაუმკლავდეთ. აგრეთვე, გარშემო მყოფებიც ყველანაირად შეგიწყობენ ხელს, მიზანს რომ მიაღწიოთ.

ტყუპი

კარგი დღეა კარიერული წინსვლისთვის. თამამად შეგიძლიათ წარადგინოთ თქვენი პროექტები და იდეები. თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება ფინანსური საკითხები. პირად ცხოვრებისთვის დღეს ვერ მოიცლით.

კირჩხიბი

არსებული პრობლემები დიპლომატიურად უნდა მოაგვაროთ. ნუ ეცდებით საკუთარი უპირატესობისა და სიმართლის მტკიცებას, შედეგს ვერ მიიღებთ. უმჯობესია, მშვიდად და სწორი ტაქტიკის გამოყენებით იმოქმედოთ.

ლომი

კარგად დასრულდება დაგეგმილი შეხვედრები და მოლაპარაკებები, მაგრამ უსიამოვნებები გელით საწინააღმდეგო სქესთან და ოჯახის წევრებთან. აგრეთვე მოერიდეთ ახალგაცნობილებთან გულახდილობას.

ქალწული

დღეს უმჯობესია, თქვენი საქმე მშვიდად აკეთოთ. მოერიდეთ ურთიერთობებისა და საქმეების გარჩევას. მოთოკეთ ემოციები. ეცადეთ თქვენმა ზედმეტმა კრიტიკულობამ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა არ გაგიფუჭოთ.

სასწორი

მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთებისა და ტექნიკის შეძენას. უმჯობესია, ფული ეკონომიურად ხარჯოთ. კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად.

წაიკითხეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს