კვირის ასტროლოგიური პროგნოზი15-21 სექტემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი15-21 სექტემბერი

ახალი კვირა გაზრდილი მენტალური აქტივობით და კომუნიკაციის სფეროში არაერთი ახალი წამოწყებით დაიწყება. ადამიანებში მოიმატებს აზრების გაცვლა-გამოცვლის, ინფორმაციის მოძიება-გადაცემის სურვილი და პოტენციალი. კარგი პერიოდია მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტებისთვის. გარდა ამისა, ამ ეტაპზე სიყვარულის პლანეტა ვენერას დადებითი ასპექტების გამო პლუტონთან, მოიმატებს მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების ორივე მხარისთვის მომგებიანად გადაწყვეტის ალბათობა, ბიზნესმენებსა და საქმოსნებს შეუძლიათ ფული თამამად დააბანდონ მსხვილბიუჯეტიან პროექტებში.

არანაკლებ ჰარმონიულია ეს პერიოდი აქამდე დაძაბული ან დანგრევამდე მისული ოჯახური ურთიერთობების რეანიმირების თვალსაზრისით. ბევრ წყვილს საშუალება მიეცემა, შესაბამისი მონდომების ხარჯზე ძველი ემოციები გააღვივოს პარტნიორში. საამისოდ ერთობლივი საქმიანობა, რემონტი, შოპინგი ან ბავშვებზე ზრუნვა გამოგადგებათ მიზეზად. თუმცა, აქვე ნუ დაგვავიწყება, რომ ვენერა-პლუტონის ასპექტები თავის თავში ყოველთვის გულისხმობს მომატებულ სექსუალურ ლტოლვას და ზოგადად აქტივობას ამ მხრივ. შესაბამისად, მათთვის ვინც ჯერაც მარტო დააბიჯებს, შესაძლოა ეს კვირა მოულოდნელი და მხურვალე რომანის დასაწყისიც აღმოჩნდეს, რომლის საძირკველშიც პირველ რიგში ფიზიკური მიზიდულობის მომენტი იქნება ჩადებული.

კვირის შუაგული ზემოთ ხსენებული ჰარმონიული ასპექტის გარდა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომბინაციას დაეთმობა ცაზე, რომლის გავლენითაც მოიმატებს ალკოჰოლით ინტოქსიკაციის, მედიკამენტოზური მოწამვლისა და ზოგადად თხიერი ნივთიერებებით საფრთხის ალბათობა. ამ პერიოდში აქტიურია იურიდიული მაქინაციებისა და კორპორატიული ავანტიურების საფრთხე.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს