თმის 2-3 ტონით გაღიავება დარიჩინით!

თმის 2-3 ტონით გაღიავება დარიჩინით!

დარიჩინი – არა მხოლოდ არომატული სანელებელია, არამედ გამაღიავებელი ქიმიური საშუალებების უსაფრთხო და ბუნებრივი ალტერნატივა, რომელიც თქვენს თმას არა მხოლოდ გააღიავებს, არამედ მას სიბზინვარეს, სირბილესა და ჯანმრთელ იერს მიანიჭებს.

ამასთან, თმას საოცარი სურნელი ექნება!

გამაღიავებელი დარიჩინისგან:

საშუალო ზომის ჯამში ერთმანეთში შეურიეთ ერთი ჭიქა თმის კონდიციონერი, 3 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი და 1/3 ჭიქა თაფლი. კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი პლასტიკატის ან ხის კოვზით. ეცადეთ, არ გამოიყენოთ ლითონის ჭურჭელი - რადგან შესაძლოა ის რეაქციაში შევიდეს მასასთან.

დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ. როცა თმა ოდნავ შეშრება, გაანაწილეთ ის რამდენიმე ნაწილად და დაივარცხნეთ მსხვილკბილებიანი სავარცხლით. დაიდეთ მომზადებული ნიღაბი თმაზე. ეცადეთ, კარგად გაანაწილოთ თმის თითოეულ დანაყოფზე. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ დარიჩინი არ მოგხვდეთ სახეზე, ის ალერგენია და შესაძლოა, კანი გაგიწითლოთ ან გაგიღიზიანოთ. თავის კანშიც მისი შეზელვა არ ღირს.

დაიხურეთ თავზე ცელოფნის ქუდი და შეიფუთეთ თმა პირსახოცით. გაიჩერეთ ნიღაბი თავზე დაახლოებით 30 წთ, შემდეგ მოიხსენით პირსახოცი - თმას სათბური აღარ სჭირდება და ნიღაბი კიდევ 3-4 საათი გაიჩერეთ თავზე.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს