ადამიანის სისხლის ანალიზი გვიჩვენებს აქვს თუ არა მას დეპრესია

ადამიანის სისხლის ანალიზი გვიჩვენებს აქვს თუ არა მას დეპრესია

ამიერიდან, დეპრესიის დიაგნოსტირებისთვის აღარ იქნება საჭირო პაციენტისთვის უამრავი კითხვის დასმა. ყველაფრის გაგება უბრალო სისხლის ანალიზით გახდება შესაძლებელი. ჩიკაგოს უნივერისტეტის მეცნიერებმა სისხლში განსაკუთრებული ქიმიური შენაერთები აღმოაჩინეს - ე.წ. დაავადების მარკერები, რომელთა მეშვეობითაც დეპრესიის დიაგნოსტირება გახდება შესაძლებელი.

აღმოჩნდა, რომ მოზარდებს, რომლებსაც დეპრესიის საწყისი დონე აღენიშნებოდათ, სისხლში განსაკუთრებული ბიომარკერები ჰქონდათ. აქამდე, მსგავსი ანალიზები ცხოველებზე ტარდებოდა. მაშინ სისხლში 26 მარკერის აღმოჩენა მოხერხდა, რომლებიც სტრესთან, გენეტიკასთან და ტვინის დაზიანებასთან იყო დაკავშირებული. ცნობილია, რომ თუკი დეპრესია ნაადრევ ასაკში ჩნდება, მაშინ სამომავლო პროგნოზები არ იქნება სახარბიელო.

დეპრესია ახალგაზრდების დაახლოებით, 25%-ს აღენიშნება და მომავალში მან შეიძლება ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ ქიმიური მარკერების დახმარებით, შესაძლებელი გახდება ამ დაავადებების განვითარების პროგნოზირება.

მომავალში, მეცნიერებს მეთოდის ეფექტურობის შემოწმება მოხალისეების დიდ ჯგუფზე სურთ, რომელთაც დეპრესია და სხვა ფსიქიკური დაავადებები აწუხებთ.

მომზადებულია www.telegraph.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს