კომპანია "გუგლმა" პირველი, დაბალბიუჯეტიანი სმარტფონები წარმოადგინა

კომპანია "გუგლმა" პირველი, დაბალბიუჯეტიანი სმარტფონები წარმოადგინა

კომპანია "გუგლმა" პირველი სმარტფონები წარმოადგინა, ისინი პროგრამა Android One-ის ფარგლებში შეიქმნა. ღონისძიებაზე, რომელიც დელიში გაიმართა, ერთდროულად სამი სმარტფონი იყო წარმოდგენილი. სმარტფონები ინდურმა კომპანიებმა Micromax-მა, Karbonn-მა და Spice-მა აწარმოეს. როგორც ინტერნეტ-გამოცემა Ferra იუწყება, წარმოდგენილი მოდელები ანდროიდის სისტემით იმართებიან და სამივეს მსგავსი აღწერილობა გააჩნია.

სმარტფონების ეკრანის დიაგონალი 4,5 დიუიმია და იგი ოთხბირთვიანი პროცესორებითაა აღჭურვილი. თითოეული სმარტფონის ღირებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით, 100 დოლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა "ანდროიდ ერთი"  ითვალისწინებს ახალი თაობის ტელეფონების შექმნას, რომელთა შეძენას დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანები შეძლებენ.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)