ცნობილმა ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში განცხადა, რომ მალე მოკვდება

ცნობილმა ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში განცხადა, რომ მალე მოკვდება

ტელეარხ WCIA-ს მაყურებელი ცნობილმა ტელეწამყვანმა, დეივ ბენტონმა შოკში ჩააგდო. პირდაპირ ეთერში წამყვანმა განაცხადა, რომ ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი და მალე მოკვდება.

”საკუთარ მაყურებელს ყოველთვის ჩემი დიდი ოჯახის წევრებად მივიჩნევდი, ამიტომ როგორც ნამდვილ ოჯახს შეეფერება, მოდით არსებული პრობლემის შესახებ ვისაუბროთ. მოკლედ, საკუთარ მოვალეობად ვთვლი, რომ გაცნობოთ იმის შესახებ, რაც კულისებს მიღმა ხდება. რამდენიმე დღის წინ ექიმებმა შემატყობინეს, რომ ჩემი ტვინის სიმსივნე, რაზეც დიდი ხანია ვმკურნალობ, ისევ დაბრუნდა. ახალი სიმსივნე ძალიან დიდია იმისთვის, რომ ოპერაცია ჩატარდეს - აღიარა ჟურნალისტმა გადაცემის პირდაპირ ეთერში.

ბენტონმა აგრეთვე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მას მოუწევს ქიმიოთერაპიის პროცედურის ჩატარება.

”ეს ერთადერთი ვარიანტია, რომლიც შეძლებს სიცოცხლის დღეები ცოტათი მაინც გამიხანგრძლივოს. ექიმები ამბობენ, რომ ოთხიდან ექვს თვემდე სიცოცხლე დამრჩენია. მე გადავწყვიტე, თქვენს გვერდით იმდენხანს გავჩერდე, რამდენის საშუალებაც მომეცემა. ისევ ძველებურად წაგიკითხავთ ახალ ამბებს. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ახლა გვერდით მიდგას და მამხნევებს ასეთ მძიმე პერიოდში”, - დასძინა ბენტონმა გადაცემის დასრულების წინ.

მომზადებულია illinoishomepage.net-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს