მევიოლინემ კონცერტი ტვინზე ოპერაციის დროს გამართა (+ ვიდეო)

მევიოლინემ კონცერტი ტვინზე ოპერაციის დროს გამართა (+ ვიდეო)

ლიტველმა მევიოლინე ნაომი ელიშუვმა, რომელიც პარკინსონის დაავადებით ოცი წელია იტანჯება, წარმატებით გადაიტანა სერიოზული ოპერაცია, ის ისრაელის ერთ-ერთ საავადმყოფოში ჩატარდა.

სანამ ქირურგები ქალს ტვინის ელექტროსიმულატორის იმპლანტაციას უკეთებდნენ, პაციენტი გონზე იყო და ვიოლინოზე უკრავდა მოცარტის და ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს.

”სიმულატორის დასაყენებლად პაციენტის აქტიური მხარდაჭერა იყო საჭირო, ამიტომ ჩვენ ვთხოვეთ მას, დაეკრა ვიოლინოზე. როდესაც ელექტროდი საჭირო ადგილას გავააქტიურეთ, ელიშუვმა მოცარტის შესრულება უფრო დიდი ენთუზიაზმით დაიწყო და კანკალიც აღარ უშლიდა ხელს”, - ამბობს საავადმყოფოს წამყვანი ნეიროქირურგი იცხაკ ფრიდი.

უჩვეულო ოპერაციის ვიდეოჩანაწერი ინტერნეტპორტალ ”იუთუბზე” განთავსდა. ვიდეოს დასაწყისში გვიჩვენებენ ელიშუვს, რომელიც ვიოლინოზე ოპერაციამდე ერთი დღით ადრე უკრავს. კარგად ჩანს, რომ მას ხელები უკანკალებს. შემდეგ ქალბატონი უკვე საქმეში ჩართული ქირურგების ფონზე უკრავს. თავიდან მას ძველებურად უკანკალებს ხელები, თუმცა მოგვიანებით, ელექტროდის შეყვანის შემდეგ, ხელების მოძრაობა რეგულირდება.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს