ალინა კაბაევა სახელმწიფო დუმის დატოვების შემდეგ, პუტინის მეგობარმა დაასაქმა

ალინა კაბაევა სახელმწიფო დუმის დატოვების შემდეგ, პუტინის მეგობარმა დაასაქმა

ოლიმპიური ჩემპიონი და რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ალინა კაბაევა პარლამენტიდან წასვლის შემდეგ, "ნაციონალური მედია-ჯგუფის ხელმძღვანელი" გახდება. ალინა კაბაევამ დეპუტატის მანდატზე უარის თქმასთან დაკაშირებით, განცხადება 15 სექტემბერს დაწერა. როგორც პარლამენტში ამბობდნენ, ეს ნაბიჯი მან ახალი თანამდებობის გამო გადადგა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მედიაჰოლდინგის მფლობელი იური კოვალჩუკია, რომელიც პუტინის ახლო მეგობრების წრეში მოიაზრება. შეგახსენებთ, რომ კაბაევამ სახელმწიფო დუმაში მუშაობა, 11 წლიანი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, 2007 წელს დაიწყო. 2011 წელს კაბაევა პარლამენტში, პარტია "ერთიანი რუსეთის" წევრის მანდატით შევიდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს