მეცნიერებმა სენსაციური შესაძლებლობების მქონე არსება აღმოაჩინეს

მეცნიერებმა სენსაციური შესაძლებლობების მქონე არსება აღმოაჩინეს

პრინსტონის უნივერსიტეტში მკვლევარებმა აღმოაჩინეს უნიკალური ერთუჯრედიანი ორგანიზმი, რომელსაც საკუთარი გენების მთლიანად განადგურება და გარდაქმნა შეუძლია.

Oxytricha trifallax, რომელიც მტკნარ წყლებში ბინადრობს, შეიცავს დნმ-ს თითქმის მეოთხედ მილიონ საწყისებს, რომლებიც შეჯვარების დროს გადაწყობის რეჟიმში გადადის. ამასთან, მიკროორგანიზმის გენი ინახება ცალკეული გენეტიკური ერთეულის ფორმაში.

შეჯვარების შემდეგ ერთუჯრედიანი ორგანიზმი ახალი დნმ-ს კომბინაციას იძენს, რომელიც 225 000 უწვრილესი ძაფისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ნახევარი დღის განმავლობაში ხდება. ამასთან, ორგანიზმი იყენებს შეჯვარების პროცესს მხოლოდ იმისთვის, რომ გენეტიკური ინფორმაციის გაცვლა მოახდინოს და არა თვითგამრავლებისთვის. ერთად ორივე უჯრედები აშენებენ ახალ სამუშაო ბირთვებს განახლებული ტევადობის ქრომოსომებით.

”ირგანიზმის უნარი, დაშლოს და მალევე შეაგროვოს თავის საკუთრი გენები, არის საოცრად ძნელი ნებისმიერი ცხოვრებისეული ფორმისათვის. ის, რომ ასეთი უნარი დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე მარტივ ორგანიზმს გააჩნია, მხოლოდ ხაზს უსვამს სიცოცხლის რეალურ მრავალფეროვნებას ჩვენს პლანეტაზე” - ამტკიცებს პრინსტონის უნივერსიტეტის ეკოლოგიის და ევოლუციური ბიოლოგიის პროფესორი, კვლევის წამყვანი ავტორი ლორა ლენდვებერი.

მომზადებულია m24.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს