ყველაზე აბსურდული და უცნაური სასამართლო პროცესები

ყველაზე აბსურდული და უცნაური სასამართლო პროცესები

1. კინო და სატელევიზიო ვარსკვლავი მისტერ თი კომპანია ”ბესთ ბაი”-ს უჩიოდა მისი ამსახველი კადრების უნებართვოდ გამოყენებისთვის. მისტერ თი, რომელიც მაჟამად სატელეფონო სერვისების რეკლამებს აკეთებს ალფის თოჯინასთან ერთად, ირწმუნება, რომ 2002 წელს შექმნილ სარეკლამო რგოლში ის კომპანიამ სულელად წარმოაჩინა. რეკლამაში მისტერ თის კადრები ამოჭრილია ფილმიდან ”როკი 3” და ჩამონტაჟებულია ვიდეოში, სადაც ის შუახნის, ცუდ ფორმაში მყოფ მამაკაცს ეჩხუბება. ყოფილი მოჭიდავის განცხადებით, კომპანიამ მისი რეპუტაციის შელახვა სცადა და მისი, როგორც პროფესიონალის საქმიანობა ეჭვქვეშ დააყენა. სარჩელი სასამართლოში სწორედ ამ მიზეზით შევიდა.

2. ცნობილმა მსახიობმა შონ ოენმა 10 მილიონ დოლარიანი სარჩელი შეიტანა პროდუსერ სტივ ბინგის წინააღმდეგ. მსახიობის თქმით, ბინგმა დაარღვია სიტყვიერი შეთანხმება და შრომის კოდექსი, გამოიყენა არასწორი ტერმინოლოგია და არ გადაიხადა გარანტირებული კომპენსაცია. პენი ამბობს, რომ ბინგმა ვერბალური შეთანხმება იმის გამო დაარღვია, რომ არ მოსწონდა მისი უარყოფითი დამოკიდებულება ერაყის ომთან დაკავშირებით. პროდუსერმა ყველაფერი უარყო და კონტრსარჩელი შეიტანა, რომელშიც პენს ცილისწამების სანაცვლოდ 15 მილიონ ამერიკულ დოლარს სთხოვდა. მისი განცხადებით, პენი არასოდეს არ გეგმავდა ფილმში მონაწილეობას და ემუქრებოდა, თუ 10 მილიონს არ მიიღებდა.

3. მისურის შტატის მცხოვრებმა ჯერემია ჰოფმა სილამაზის სალონის ჭინააღმდეგ აღძრა სარჩელი დეპრესიის გაჩენის და სამუშაოს დაკარგვისთვის. ჰოფი სალონში თმის დასაგრძელებლად წავიდა, რამაც როგორც თავად ირწმუნება, ხშირი თმის ცვენა გამოიწვია, ამან ის ადგილ-ადგილ გაამელოტა. ამის შემდეგ ძლიერი დეპრესია დაეწყო, რის გამოც იძულებული გახდა მასწავლებლის სამსახური მიეტოვებინა მისურის უნივერსიტეტში. ნაფიცმა მსაჯულებმა სალონი გულგრილობაში ცნო დამნაშვედ და 6000 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

4. პენსილვანიელი ენ სტენლი თავის ექიმს უჩივის, ემოციური სტრესის და პანიკური შიშის გაჩენისთვის. სტენლი ირწმუნება, რომ ორი სამედიცინო გამოკვლევის დროს მისი ექიმი იყენებდა სამედიცინო ინსტრუმენტს, რომელიც თავად გამოიგონა და რამაც სავარაუდოდ, მომაკვდინებელი ბაქტერია შეუშვა სტენლის ორგანიზმში. ამის გამო ქალს პანიკური შიშის მძიმე შემოტევები დაეწყო. სტენლი სასამართლოსგან ექიმის 90 მილიონი დოლარით დაჯარიმებას მოითხოვს.

5. მიჩიგანის შტატში არსებულ თმის დიზაინის სალონს ტკივილის და ტანჯვის მიყენებისთვის ენ ლაერზიომ უჩივლა. ლარეზიო ირწმუნება, რომ როდესაც სალონში წავიდა, რომ მოტეხილი ფრჩხილი შეეკეთებინა, სალონის თანამშრომელმა მარჯვენა ხელის თითი გაუჭრა. მისი თქმით, ჭრილობა დაინფიცირდა, რის გამოც მრავალი ოპერაციის გაკეთება მოუწია და თითი დეფორმირებული დარჩა. სალონის მფლობელ მელინდა ოპატიკს სჯერა, რომ მისი ახალგახსნილი სალონი სპეციალურად ამოიღეს მიზანში ფულის გამოსატყუებლად. ლაერზიო, რომელმაც ფრჩხილის შეკეთებაში 5 დოლარი გადაიხადა, სალონისგან ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვს. მომზადებულია humorouscourtcasenews.org-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს