10 შთამბეჭდავი ფაქტი მილიარდერების შესახებ

10 შთამბეჭდავი ფაქტი მილიარდერების შესახებ

”შესაძლოა, მილიარდერები თქვენს აღფრთოვანებას იწვევდნენ, მაგრამ აგრეთვე შიშსაც დიდი გავლენის გამო, რომელიც გამოიხატება არჩევნებში, სახელმწიფოზე და პოლიტიკაზე”, - წერს თავის წიგნში ”მილიარდერები” დარელ უესტი. უესტი ანალიზს აკეთებს და მოჰყავს ფაქტები მილიარდერებზე, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებენ. აი, რამდენიმე მათგანი:

1. 1 645 მილიარდერი მსოფლიოში დაახლოებით 6,4 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აკონტროლებს.

2. ჩინეთში, რუსეთში, გერმანიასა და ბრაზილიაში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს.

3. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 492 მილიარდერია.

4. მილიარდერების 90% მამაკაცია, აქიდან 65% თეთრკანიანია, 60% კი 60 წელს ზევითაა.

5. 2012 წელს შელდონ ადელსონმა 93 მილიონი დოლარი დახარჯა ობამას ოპოზიციური აქტივობებისთვის. ამავე წელს ოპრა უინფრიმ 76 000 დოლარი შესწირა ობამას გამარჯვების ფონდს.

6. მარკ ცუკერბერგმა 990 მილიონი დოლარი გადასცა სილიკონის ველის საზოგადოებრივ ფონდს.

7. მსოფლიოში მხოლოდ შვიდი ღიად გეი ან ტრანსგენდერი მილიონერია. ჯენიფერ პრიცკერი (ამჟამად ჯეიმს პრიცკნერი) პირველი ტრანსგენდერი მილიარდერია. 2013 წელს მან 1,35 მილიონი დოლარი გადარიცხა ტრანსგენდერული სამხედრო სამსახურის ინიცირების მხარდასაჭერად.

8. ბილ გეითსი - ყველაზე მდიდარი ადამიანი ქვეყანა რომ იყოს, სიმდიდრით ჯამში 65 ქვეყანა იქნებოდა მსოფლიოში.

9. მსოფლიოს უმდიდრესი ქალი ქრისტი ვალტონია, უოლ მარტის ოჯახის წევრი.

10. მილიარდერების 42-მა პროცენტმა, რომლებმაც საკუთარი ქონება 40 წლამდე დააგროვეს, ეს ტექნოლოგიურ სფეროში მოახერხეს.

მომზადებულია businessinsider.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს