"მამაკაცი" მარტოხელა ქალებისთვის

"მამაკაცი" მარტოხელა ქალებისთვის

ის არ ხვრინავს, არ ყრის მთელ სახლში წინდებს, არ ბუზღუნებს, არ გეკითხებათ, რა გვექნება ვახშმად და არ გღალატობთ. მას მხოლოდ ჩახუტება უყვარს და თქვენი სხეულის სითბოს შეგრძნება.

ერთ-ერთმა უცხოურმა ონლაინ-მაღაზიამ მოისმინა იმ ადამიანების ჩივილი, რომლებიც ვერ ეგუებიან მარტოობას და სპეციალურად მათთვის გამოუშვა უცნაური ბალიშები. ლოგინის ეს ატრიბუტი მამაკაცის სხეულის ფორმას იმეორებს და მისი გარეცხვა სარეცხის მანქანაშიც არის შესაძლებელი. სულ რაღაც 35 დოლარი და თქვენ რბილი და თბილი "კომპანიონი" გეყოლებათ.

აღსანიშნავია, რომ არსებობს ქალი-ვერსიაც, რომელიც 10 დოლარით იაფი ღირს, ალბათ იმიტომ, რომ მასზე, განსხვავებით პერანგჩაცმული მამაკაცისა, სამოსი საერთოდ არ არის.

როგორც ჩანს, სულ ცოტა ხანში სექს-სათამაშოების მწარმოებლები გამოიგონებენ მაღალტექნოლოგიურ ვიბრატორს, რომელსაც შეეძლება ჩახუტება და პარტნიორის ალერსი. მაგრამ თუ სერიოზულად ვიტყვით – გიფიქრიათ ოდესმე, რა როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში უბრალოდ შეხება?

ქალებისა და მამაკაცების ურთიერთობაზე ბესტსელერების ავტორი ჯონ გრეი თვლის, რომ შეხების შეგრძნება – ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ორგანიზმმა გამოყოს ოქსიტოცინი - "ჩახუტების ჰორმონი". სწორედ ის აძლევს საშუალებას ქალს, გათავისუფლდეს სტრესისგან. ამიტომაც, თუ თქვენ ხშირად ნერვიულობთ, სულიერ წონასწორობას დაგიბრუნებთ მასაჟი ან წყვილთა ცეკვა. ასევე დაგამშვიდებთ ბავშვის ხელში დაჭერაც.

გარდა ამისა, "შეხების" ვარჯიშები დაგეხმარებათ გონების მუშაობაში: იმისათვის, რომ აიმაღლოთ ინტელექტი, ფსიქოლოგები გვირჩევენ, დღეში მინიმუმ 10-ჯერ შევეხოთ სხვადასხვა ზედაპირს ისე, რომ ამ დროს კონცენტრირება მოვახდინოთ ჩვენს შეგრძნებებზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს