რას არ გააკეთებს ნამდვილი ქალი

რას არ გააკეთებს ნამდვილი ქალი

მამაკაცებს უხეში ქალები მობეზრდათ. დაფიქრდით, ვინ არის ნამდვილი ლედი? თვალწინ დაგიდგებათ გრეის კელი, პრინცესა დიანა, ოდრი ჰეპბერნი, მერილინ მონრო... თანამედროვე მამაკაცები სიშიშვლის, ლატექსის საცვლების, ტატუირებული და პირსინგიანი ვარსკვლავების ცქერამ დაღალა. მათ ნამდვილი ქალბატონები ენატრებათ.

ნამდვილი ქალბატონი არასოდეს გაიკეთებს:

1. ტატუს. წარსულში მოსვირინგებული სხეულებით თავს ჯარისკაცები, მეზღვაურები, მაფიოზები და პანკები იწონებდნენ. დაახლოებით 10 წლის წინ კი სვირინგების გაკეთება ქალბატონებმაც დაიწყეს. სვირინგების მოყვარულ ქალბატონებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ტატუ ძალიან სახალისოა. მამაკაცებისთვის კი ასეთი ქალი დაბალი სოციალური კლასის წარმომადგენელთან ასოცირდება.

2. პირსინგს. საყურე ცხვირზე, პირსა და სხვა ადგილებში მამაკაცს ხარს ახსენებს. გარდა ამისა, პირსინგი უამრავი ბაქტერიის გამრავლების წყაროდ შეიძლება იქცეს.

3. რგოლის ფორმის საყურეს. ეს ბოშების საყვარელი აქსესუარია. თუ ბოშა ხართ, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ნამდვილი ქალბატონები ასეთ საყურეს არასოდეს გაიკეთებენ.

4. არ მოიხმარს ალკოჰოლს უზომოდ. დათრობის შემდეგ მიწაზე გაშხლართვა და უმიზეზო ხარხარი გვერდიდან ამაზრზენად გამოიყურება.

5. არ გამოიჩენს საცვლის რეზინს. საცვლის რეზინი ეროტიკულად მხოლოდ ლოგინში გამოიყურება. მაგრამ თუ სამსახურში გამოგიჩნდათ, მამაკაცს შეიძლება სექსუალურის მაგივრად, განწირული კვნესა აღმოხდეს.

6. არ ილანძღება. ხმამაღლა ლანძღვა ადამიანის დაბალი თვითშეფასებისა და გაბოროტების მაჩვენებელია. მამაკაცებს ასეთი ქალები არ ხიბლავთ.

7. არ გაიდიდებს მკერდს. მკერდის იმპლანტანტები ლამაზად მხოლოდ შორიდან გამოიყურება. სინამდვილეში სილამაზეს ზომასთან საერთო არაფერი აქვს.

8. არ დაიწვრილებს წარბებს. მამაკაცებისთვის ზედმეტად დაწვრილებული წარბები უცნაურად გამოიყურება. თმის ნაკლებობა მამრის თვალში ავადმყოფობასთან ასოცირდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს