ყოფილი ცოლებისა და ახლანდელების ომი: როგორ ავიცილოთ თავიდან სკანდალები

ყოფილი ცოლებისა და ახლანდელების ომი: როგორ ავიცილოთ თავიდან სკანდალები

ადამიანები - პოლიგამიური არსებები არიან. ისეთი ოჯახები, რომლებმაც "დიდხანს და ბედნიერად იცხოვრეს და ერთ დღეს დაიხოცნენ", სულ უფრო იშვიათად გვხვდება. ბევრ ქალს ქმრად ხვდება პრინცი, რომელსაც ყოფილი ცოლი და შვილები მოჰყვება თან.

ბევრი მამაკაცი განქორწინების შემდეგ პირად ცხოვრებას იწყობს - კვლავ ქორწინდება. თუმცა ხშირ შემთხვევაში მას არ ტოვებს სინანულის გრძნობა მომხდართან დაკავშირებით.

ცხოვრება ჩვეულ რიტმში კი ჯდება, თუმცა ორ (სამ და მეტ) ქალთან ურთიერთობას ხშირად წლები არკვევს. ეს მუდმივი წინააღმდეგობის, ტკივილისა და ეჭვიანობის გრძნობაა. როცა ყველაფერი "კარგად იწყებოდა", არავინ ფიქრობდა შედეგზე.

იშვიათად ჰყოფნით "მეორე" ქალებს სიბრძნე, წაიყვანონ სწორი პოლიტიკა, იარსებონ თავისი ქმრის ყოფილ ცოლთან ერთად, იურთიერთონ ჩხუბისა და სკანდალების გარეშე ან უბრალოდ, "იმეგობრონ". პირადად მე ამ მეგობრობის არ მჯერა.

თუმცა ნორმალურმა ურთიერთობამ თქვენი ქმრის ყოფილ ცოლთან შესაძლოა, თქვენს წისქვილზე დაასხას წყალი. ასე შეგიძლიათ გაიგოთ ბევრი ახალი და საინტერესო თქვენი საყვარელი მამაკაცის შესახებ - თუმცა ნეგატიური ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ.

ქალების 90% წურბელასავით ებღაუჭება ყოფილ ქმარს და გაიძახის, რომ "ქალი მილიონია, თუმცა შვილი - მხოლოდ ერთი". მაგრამ ყოფილს უკვე არა მილიონი ქალი, არამედ ოჯახი ჰყავს, საყვარელი ცოლი და ახალი შვილებიც კი.

10 რჩევა ახალ ცოლს

1. იყავით ბრძენი ქალი, შეეცადეთ მიიღოთ სიტუაცია ისეთად, როგორიც არის. შეხედეთ მას მეორე მხრიდან. თქვენ გამოცდილი მამაკაცი გხვდათ წილად, თუმცა "წარსულით".

2. თუ თქვენი ქმარი ყოფილ ოჯახს (კერძოდ კი, ყოფილ ცოლს) დიდ ყურადღებას უთმობს, დაფიქრდით თქვენს ურთიერთობაზე და მიიღეთ ზომები იმისათვის, რომ ოჯახში კლიმატი დაათბოთ. სხვაგვარად შესაძლოა, საყვარელი მამაკაცი დაკარგოთ. ისინი ხშირად უბრუნდებიან ყოფილებს (თუ მათ უკან მიიღებენ).

3. ნუ გააკონტროლებთ თქვენი ქმრისა და მისი ყოფილი ცოლის ფინანსურ ურთიერთობას. თანამედროვე მამაკაცები - არაჩვეულებრივი ეკონომისტები არიან, ყველას უნდა კარგად ცხოვრება. თქვენ ის ამ საკითხში, გარწმუნებთ, არ დაგჩაგრავთ. ჯეკპოტი - ქმარი - სწორედაც რომ თქვენ მოიგეთ. მატერიალურ ნარჩენებს კი ეს არც კი შეედრება.

4. შეეცადეთ, ნაკლებად იკონტაქტოთ მის ყოფილ ცოლთან. უმჯობესი კი იქნება, "საერთოდ ამოშალოთ ის სიიდან". მასთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. თუ რაიმე მიზეზის გამო მასთან კონტაქტი გარდაუვალია, გაფილტრეთ მიღებული ინფორმაცია - ის შესაძლოა, პროვოკაციული აღმოჩნდეს.

5. არასოდეს იჭორაოთ თქვენი ქმრის ექს-ცოლზე და არ ილაპარაკოთ მასზე ქმარსა და საერთო ნაცნობებთან საშინელებები. ამან შესაძლოა ბუმერანგის ეფექტი მიიღოს. დადექით ყოველივე ამაზე მაღლა.

6. თუ ყოფილი ცოლი გამუდმებით გირეკავთ მუქარითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ნუ გასცემთ პასუხს - უბრალოდ, დაუკიდეთ ყურმილი.

7. ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენი ქმრის კვლავ მოხიბვლა მის ყოფილ ცოლს მარტივად შეუძლია. ის კარგად იცნობს ამ ქალს და მეტიც, კვლავ თავისად თვლის (თავისებურად, რა თქმა უნდა). სამწუხაროდ, ურთიერთობის ასეთი ვარიანტი ხშირად გვხვდება. მამაკაცი ცხოვრობს ორ ქალთან ერთად და ორივესთვის დიდი ტკივილი მოაქვს.

ყოფილი ცოლი ხშირად სათავისოდ იყენებს ასეთ ვარიანტს, იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ფინანსური კეთილდღეობა და კონკურენტი არ გაახაროს.

წაიკითხეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს