გაყიდვაში მამაკაცის ჰიგიენური პაკეტები გამოვიდა

გაყიდვაში მამაკაცის ჰიგიენური პაკეტები გამოვიდა

ჰიგიენური პაკეტი ფეხსაცმელში იდება, რომ არასასურველი სუნის წარმოქმნას შეუშალოს ხელი.

მამაკაცის ჰიგიენური პაკეტის შემქმნელი ლი იუანხაო ახალ პროდუქტს ჩუნცინეს უნივერსიტეტში, თანაკურსელებში ავრცელებს. გაყიდვების დაწყებიდან პირველ ორ დღეში იდეის ავტორმა მოახერხა 600 იუანის გამომუშავება, რაც დაახლოებით 98 ამერიკული დოლარია.

პაკეტების ძირითადი მყიდველები უნივერსიტეტის პირვერკურსელი სტუდენტები გახდნენ, რომლებიც ვალდებულნი არიან სავალდებულო საომარი მომზადება გაიარონ. ვარჯიშების დროს სტუდენტების ფეხები ძალიან ბევრ ოფლს გამოყოფს.

არასასიამოვნო სუნის ჩასახშობად ქალის ჰიგიენური პაკეტის გამოყენება ჩინელ სტუდენტებში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. თუმცა ზოგ მათგანს ცხვენია სუპერმარკეტებში პაკეტების შეძენა.

ლი იუნხაომ საკუთარი ბიზნესი ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. გასულ წელს მან დიდი რაოდენობით ქალის პაკეტები შეიძინა და მათთვის ახალი შეფუთვა მოიფიქრა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს