როგორ გადავარჩინოთ ურთიერთობა, როდესაც გრძნობები განელებას იწყებს

როგორ გადავარჩინოთ ურთიერთობა, როდესაც გრძნობები განელებას იწყებს

1. ისეირნეთ ხელჩაკიდებულებმა

საბოლოო ჯამში, ამ ფაქტს არ აფასებენ, მაგრამ ხელჩაკიდებული სიარული ძალიან მნიშვნელოვანია. მეცნიერულადაა დამტკიცებული, რომ ეს დადებით გავლენას ახდენს ურთიერთობაზე. გაცილებით სასიამოვნოა ერთად სადმე წასვლა, როდესაც ხელჩაკიდებულები დადიხართ.

2. ერთ დროს დაწექით დასაძინებლად

ურთიერთობის დასაწყისში ერთი სული გაქვთ, ღამეს ერთად როდის გაატარებთ. ერთდროულად დაწექით დასაძინებლად, რომც არ გეძინებოდეთ. ძილის წინ ერთმანეთის გვერდით ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.

3. საერთო ინტერესები

რაღაც დროის შემდეგ ურთიერთობა ერთფეროვანი ხდება და სწორედ ამ დროს თამაშობს მნიშვნელოვან როლს თქვენი საერთო ინტერესები. იმიტომ რომ, ერთად ყოველთვის უფრო საინტერესოა.

4. ნდობა და პატიება

ურთიერთობები ჩხუბის გარეშე არ არსებობს, ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ის, რომ ორჯერ ორი ოთხია. უნდა ისწავლოთ საყვარელი ადამიანის გაგება. მხოლოდ ნდობა პარტნიორისადმი და პატიების უნარი გახდის თქვენს ურთიერთობას ბედნიერს.

5. მე შენ მიყვარხარ

ალბათ, ყველა ურთიერთობის დასაწყისში ადამიანები ამ სამი სიტყვის თქმას უფრთხიან: არ იციან, წარმოთქვან თუ არა. მაგრამ როდესაც სერიოზული ურთიერთობა გაქვთ, ეს წინადადება არასოდეს არის ზედმეტი. უმჯობესია დილიდანვე გაამხნევოთ ამ სიტყვებით პარტნიორი, ეს მას მთელი დღის განმავლობაში საჭირო ძალებს მისცემს.

მომზადებულია ofigenno.cc-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს