საინტერესო ფსიქოლოგიური ფაქტები, რომლებიც გაგაკვირვებთ

საინტერესო ფსიქოლოგიური ფაქტები, რომლებიც გაგაკვირვებთ

1. თუ სიტუაცია იძაბება, ეცადე არ გამოიყენო მიმართვა ”შენ”.

მიმართვა ”შენ” დაძაბული სიტუაციისას შეურაცხმყოფლად ჟღერს და შესაძლოა, მხოლოდ ცეცხლზე ნავთი დაასხას.

2. თუ თათბირის ან ჩვეულებრივი სამუშაო სიტუაციისას სამსახურში გეჩვენება, რომ შენი თანამშრომელი არასწორია, ჯობს შორიდან მოუარო.

მაგალითად, არ უთხრათ: ”ვფიქრობ, შენ ძალიან ცდები!”

უთხარით: ”ვფიქრობ ბოლომდე ვერ გავიგე. რამდენადაც მესმის, იმის თქმა გინდა, რომ... ”

3. ფერები

შეიძლება შეგინიშნავს კიდეც, რომ ისეთი კომპანიები, როგორიცაა KFC, ”პიცა ჰატი”, მაკდონალდი და ა.შ. იყენებენ წითელ ფერს თავიანთი ლოგოტიპებისთვის. წითელი ფერი ასოცირდება ახალგაზრდობასთან და კარგ განწყობასთან. აგრეთვე ტვინი იმ მონაკვეთის სტიმულირებას ახდენს, რომელიც ფერის აღქმაზეა პასუხისმგებელი.

მრავალი კომპანიები ატარებენ გამოკვლევებს იმისთვის, რომ გაარკვიონ, რომელი ფერი იწვევს იმ ემოციას, რომელსაც შეუძლია მათი საქონლის მოთხოვნა გაზარდოს.

4. მძღოლები, რომელთაც ბამპერზე სტიკერები აქვთ მიკრული, უფრო მიდრეკილები არიან გზაზე აგრესიული ქმედებებისკენ.

შეიძლება ღირდეს ორჯერ დაფიქრება, სანამ პედალს ფეხს დააჭერდეთ. კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევა აჩვენებს, რომ სტიკერიანი მანქანების მფლობელები და სპეციალურად შეძენილი უცნაური ნომრების მქონე მძღოლები უმეტეს შემთხვევაში, გზაზე საშიშები არიან. მკვლევარების აზრით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავიანთი ტერიტორიის მონიშვნა, აგრესიულობისკენ არიან მიდრეკილნი.

5. კვლევებმა ცხადყვეს, რომ მშობლები ბავშვს კი არა, მის მიერ შესრულებულ სამუშაოს უნდა აქებდნენ.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, კეროლ დვეკის და მისი კოლეგების მოსაზრების თანახმად, როდესაც ბავშვებს ვეუბნებით, რომ ჭკვიანები არიან, შემდეგ მათ უნდებათ მუდამ ასეთებად გამოჩნდნენ. კეროლი ამბობს: ”ჩვენ ამით ბავშვებს ვეუბნებით, რომ თამაშის წესები შემდეგია: წარმოჩინდი ჭკვიანი, სულ ასეთი იყავი, არ გარისკო, არ დაუშვა შეცდომები”. საუკეთესო კომპლიმენტი იქნებოდა ”შენ ძალიან კარგად შეასრულე სამუშაო”.

მომზადებულია ofigenno.cc-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს