ქალმა 10 წლის განმავლობაში პირველად საკუთარ ქორწილში გაიარა

ქალმა 10 წლის განმავლობაში პირველად საკუთარ ქორწილში გაიარა

პოპულარული საიტის, ”რედითის” რედაქტორმა თავისი ნახევარძმის დედის გულის ამააჩუყებელი ისტორია გამოაქვეყნა. ქალს 10 წლის წინ ნასვამი მძღოლი დაეჯახა და წელს ქვემოთ პარალიზირებული დატოვა.

”ჩემი ნახევარძმის დედა ავტოკატასტროფაში მოხვდა ათი წლის წინ, რის შემდეგაც სუნის და გემოს შეგრძნება დაკარგა. ფეხებზე რკინის სარჭებს ატარებდა. ფეხი არ ურჩებოდა, ამიტომ ამპუტირება მოახდინეს. მისთვის ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ ჩვენ ვყავდით, გვერდში ვედექით და ვამხნევებდით.

რვა წლის შემდეგ ის და მამაჩემი დაშორდნენ, ის სხვა მამაკაცს შეხვდა და შეუყვარდა. წინა კვირას მას ცოლად გაჰყვა. მამამისი რამდენიმე წლის წინ სიმსივნისგან გარდაიცვალა, მაგრამ მისმა უფროსმა შვილებმა საკურთხეველთან თავად მიიყვანეს. მას ფეხზე პროთეზი ეკეთა, თუმცა მისი გამოყენება ძალიან უჭირს, რადგან ძლიერ ტკივილებს იწვევს. მიუხედავად ამისა, მან საკურთხევლამდე ფეხით გაიარა და იცეკვა კიდეც! ძალიან ვამაყობ და ბედნიერი ვარ მის გამო”, - წერს ცნობილი საიტის რედაქტორი. მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს